გორის ჯიქმა სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა (VIDEO)

გორის ჯიქმა სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა (VIDEO)

ფოტო: rugby.ge

დღეს დიდი 10-ის მეხუთე ტურის შეხვედრაში გორის "ჯიქმა" მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, გორელებმა საკუთარ მოედანზე "არმაზს" უმასპინძლეს და მეტოქე 21:19 დაამარცხეს.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, პირვე ტაიმში გუნდებმა თითო ლელოსთან ერთად 2-2- ჯარიმაც გაცვალეს და შესაბამისად ტაიმი საყაიმო ანგარიშით 13:13 დასრულდა. 

მეორე ტაიმში სტუმრები გააქტიურდნენ და ჯინჭველაშვილის ორი ჯარიმის წყალობით 6 ქულით დაწინაურდნენ, რასაც მალევე პურიჭამიაშვილმა ლელოთი უპასუხა, თუმცა გარდასახვა არაზუსტი გამოდგა და "არმაზმა" ლიდერობა მაინც შეინარჩუნა. მატჩის კულმინაცია კი გაწითლებულ დროში დადგა, სტუმრები თავიანთ 22-ში დაჯარიმდნენ და საბა ნიკოლავას ჯარიმის წყალობით გორელებმა პირველი გამარჯვება მოიპოვეს. აქამდე მათ ერთი თამაში წააგეს, ერთი ფრედ ითამაშეს, ორი კი კორონავირუსის გამო გადაიდო. 

იხილეთ გადამწყვეტი ჯარიმა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)