სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

მიმდინარე უქმეებზე რამდენიმე სანაკრებო მატჩი გაიმართა და დიდი სენსაციაც ვიხილეთ, შედეგად მსოფლიო რეიტინგში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდება დიდი ცვლილებები იქნება.
პირველ რიგში არგენტინის მიერ ახალი ზელანდიის დამარცხებას უნდა შევეხოთ, ამ გამარჯვებით"პუმებმა" ორი სარეიტინგო ქულა მოიპოვეს და მე-10 ადგილიდან მერვე პოზიციამდე აინაცვლეს, რისი წყალობითაც იაპონიას და უელსს გადაუსწრეს. თავის მხრივ ახალმა ზელანდიამ ორი სარეიტინგო ქულა დაკარგა და მეორე ადგილი ინგლისის ნაკრებს დაუთმო, თავად კი მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა, ამან კიდევ უფრო გააღრმავა პირველადგილოსან სამხრეთ აფრიკას და სხვა ქვეყნებს შორის არსებული სხვაობა.
რაც შეეხება დარჩენილ მატჩებს, ირლანდიამ უელსს 23 ქულის სხვაობით სძლია და ამისთვის 0.47 სარეიტინგო ქულა მიიღო, თუმცა რეიგინგში არ უხეირია. სამაგიეროდ 0,47 ქულის დაკარგვის გამო უელსელები მერვედან მეცხრე ადგილამდე ჩამოქვეითდნენ. საინტერესოა, რომ 2019 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე "დრაკონები" ისტორიაში პირველად მსოფლიო რეიტინგის სათავეში მოექცნენ, დაახლოებით 15 თვის შემდეგ კი მეცხრე ადგილამდე ჩამოვიდნენ და ამის გამო, ახალ მთავარ მწვრთნელ უეინ პივაკზე დიდი წნეხია, გულშემატკივრები მის გადადგომას მოითხოვენ.
ინგლისის ნაკრებთან საქართველოს 0:40 მარცხს სარეიტინგო ქულებზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია, რადგან ამ გუნდებს შორის დიდი სხვაობაა. შოტლანდიამ სტუმრად ინგლისთან გამარჯვებისთვის 0.2 ქულა მოიპოვა, თუმცა ამას რეიტინგში გადაადგილებები არ გამოუწვევია.
1. სამხრეთ აფრიკა – 94.20
2. ინგლისი – 88.42
3. ახალი ზელანდია – 88.17
4. საფრანგეთი– 84.59
5. ირლანდია – 84.57
6. ავსტრალია – 83.86
7. შოტლანდია – 82.28
8. არგენტინა – 80.31
9. უელსი – 79.75
10. იაპონია – 79.29
11. ფიჯი - 76.21
12. საქართველო - 72.86
13. ტონგა - 71.44
14. 70.88
15. სამოა 70.72
ოფიციალურად რეიტინგი ორშაბათს განახლდება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.