"გილოცავთ, ეს თქვენი საღამო იყო" - ახალზელანდიელთა დასაფასებელი საქციელი

"გილოცავთ, ეს თქვენი საღამო იყო" - ახალზელანდიელთა დასაფასებელი საქციელი

2020 წლის რაგბი ჩემპიონშიპის მესამე მატჩში არგენტინის ნაკრებმა ახალი ზელანდია ისტორიაში პირველად დაამარცხა და დიდი სენსაცია შემოგვთავაზა. "პუმებმა" სიდნეიში გამართულ მატჩში 25:15 იმარჯვეს.

წაგების მიუხედავად, ახალზელანდიელებს მეტოქის მიმართ პატივისცემის გამოხატვა არ დავიწყებიათ და მატჩის დასრულებისთანავე "ოლ ბლექსის" ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა არგენტინელებს გამარჯვება მიულოცა: "ეს თქვენი საღამოა არგენტინელებო, გილოცავთ!"

არგენტინის ნაკრებს გამარჯვება მიულოცა "ოლ ბლექსის" ყოფილმა ვარსკვლავმა სონი ბილ უილიამსმაც: "ვულოცავ არგენტინას, რა მაგრად ითამაშეს."

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)