ედი ჯოუნსი: "შერკინების ბრძოლის მოგება საქართველოსთან განსაკუთრებით გვინდოდა"

ედი ჯოუნსი: "შერკინების ბრძოლის მოგება საქართველოსთან განსაკუთრებით გვინდოდა"

შემოდგომის ერთა თასზე საქართველოს ნაკრებთან 40:0 გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯოუნსმა.

"ჩვენ ყოველთვის გვინდა შერკინების ბრძოლის მოგება, განსაკუთრებით კი საქართველოს წინააღმდეგ. ყველას კარგად გვახსოვს ოქსფორდში გამართული ერთობლივი ვარჯიში. 

როდესაც შერკინებაზე საუბრობ, გონებაში პირველი საქართველო მოგდის, იმ ვარჯიშში უკანა ხაზის მორაგბეებიც მონაწილეობდნენ. ისინი 40 მეტრის მანძილიდან გამოიქცნენ, რომ უკეთესი ხედით ენახათ ეს ყველაფერი. 

ჩემი მორაგბეების დღევანდელი თამაშით გახარებული ვარ, განსაკუთრებით კი პირველი ხაზით, ვუნიპოლა და სინკლერი ასევე კარგად შემოვიდნენ, თამაშის ამ ასპექტში დღეს მრავალფეროვნები ვიყავით. 

დღევანდელ თამაშში 18 შერკინება და 12 მოლი იყო, ეს ნიშნავს, რომ 30 კონტესტი გვქონდა, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ 8-8 მორაგბე თამაშობდა და სანაკრებო რაგბიში დღეს ასეთი შემთხვევები იშვიათია. ნორმალურ სიტუაციასთან შედარებით დღეს 250%-ით მეტი ასეთი მდგომარეობა იყო და ამ ტიპის თამაშში კარგად იმუშავა. ირლანდიასთან თამაში განსხვავებული იქნება და შემადგენლობის შედგენისას დაფიქრება მოგვიწევს.

დღეს საქართველოს ვეთამაშეთ, რამაც შერკინებაში გამოწვევა წარმოქმნა და ვფიქრობ, რომ ჩვენმა მორკინალებმა ამოცანას თავი ბრწყინვალედ გაართვეს. სასურველი იქნებოდა, რომ მოგებული ბურთის შემდეგ უფრო სახიფათონი ვყოფილიყავით, მაგრამ რთულ ამინდში მოგვიწია თამაში და ამ ასპექტში უნდა დავიხვეწოთ. 

საქართველოს ნაკრებს 5-6 წელია თვალს ვადევნებ და ისინი ნელა ვითარდებიან. მათ კარგი ახალგაზრდა მოთამაშეები ჰყავთ, რომლებმაც 20 წლამდე ნაკრებში წარმატებას მიაღწიეს. საქართველოს ნაკრები ცდილობს შეინარჩუნოს თავისი საფირმო ნიშანი ძლიერი შერკინება და მოლი, მაგრამ მათ აგრეთვე ჰყავთ უკანახაზელები, რომლებიც თამაშს კარგად შეიგრძნობენ. საქართველოს ნაკრებს პოზიტიური მომავალი აქვს" - განაცხადა ედი ჯოუნსმა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)