ლევან მაისაშვილი: "გვჯერა, რომ ეს გუნდი თამაშიდან თამაშამდე თვისობრივად გაიზრდება"

ლევან მაისაშვილი: "გვჯერა, რომ ეს გუნდი თამაშიდან თამაშამდე თვისობრივად გაიზრდება"

შემოდგომის ერთა თასის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები "თვიქნემზე" ინგლისთან მშრალი ანგარიშით 0:40 დამარცხდა. 

შეხვედრის დასრულების შემდგომ, ონლაინ პრესკონფერენცია გამართა "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, რომელმაც ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებს უპასუხა. 

"შედარება რომ გავაკეთოთ პირველი და მეორე მატჩის, შოტლანდიასთან თამაშის შემდეგ, იყო მომენტები, სადაც უკეთესად გამოვიყურებოდით, რაც ყველაზე მეტად მთავარია, უფრო მეტად ბრძოლისუნარიანი გუნდი იყო. სამწუხაროა ის, რომ მაინც ვერ შევძელით ჩვენ თამაშის მართვა, როგორც დაგეგმილი გვქონდა. ეს ჩვენზე უკეთ ინგლისმა შეძლო, რაც ბუნებრივიც არის. 90% მუდმივად დაცვაში ვიყავით, რაც ძალიან რთულია. პირველი დონის გუნდებთან თამაშისას უმეტესად ასე გვიწევს ყოფნა და თამაშიდან თამაშამდე ჩვენ უნდა მოვნახოთ ამის გზა, რომ დავიჭიროთ ბალანსი შეტევას და დაცვას შორის. პირველ ტაიმში ეს შედარებით შევძელით, მეორე ნახევარში შედარებით შევძელით, თუმცა ტექნიკური წუნიდან გამომდინარე მაინც ბევრი შეცდომა დავუშვით. მთლიანობაში უკეთესი თამაში იყო, ვიდრე შოტლანდიასთან შეხვედრა, თუმცა ეს ჯერ ის არ არის, რაც გვინდა. 

პირველი დონის გუნდებთან მისაახლოვებლად პირველ რიგში გვაკლია გამოცდილება პირველ რიგში. გვაკლია კონკურენცია კონკრეტულ ადგილებზე, ცოტა ჯანიც გვაკლია და გვაკლია რა თქმა უნდა შეთამაშება. ამას ყველაფერს თამაშიდან გამოვასწორებთ. ნაბიჯ-ნაბიჯ წინ გავიწევთ. რაც შეეხება სიღრმეს, ანუ კონკურენციას კონკრეტულ პოზიციებზე, ეს მოკლე ვადაში გადასაწყვეტი არ არის, ეს გრძელ ვადაში გადასაწყვეტია. ნამდვილად არ ვერდებით ინგლისს, მაგრამ შეხედეთ პირველ ნომერზე კონკურენციას, არის უზარმაზარი კონკურენცია, ბრძოლა თითოეულ ადგილზე, დამტკიცება. კონკურენციის გარეშე ზრდა ძალიან  რთული იქნება, თუმცა ეს ცოტა გრძელვადიანი. მოკლევადიანი გეგმა კი ის არის, რომ თამაშიდან თამაშამდე უფრო მეტად შევთამაშებდით, კიდევ ერთი კარგი გაკვეთილი მივიღეთ, ანუ საუბარია იმაზე, რომ ბევრი ახალი რაღაც შევიძინეთ ამ თამაშისგან: პირველი დონის გუნდებთან როგორ უნდა ვითამაშოთ, მსაჯები როგორ მსაჯობენ და ა.შ. ბევრი რამეა ერთმანეთზე მიბმული. ვთვლი, რომ პირველი მატჩიდან გამომდინარე, ეს თამაში წინგადადგმული ნაბიჯია, ეს უბრალო დაპირება არაა, გვჯერა, რომ ეს გუნდი თამაშიდან თამაშამდე თვისობრივად გაიზრდება. 

რაც შეეხება მოლს, მე ორ ნაწილად გავყოფდი ამ პრობლემას. ასე იყო, პირველ თამაშშიც და მეორეშიც მოლში პრობლემები შეგვექმნა. არის ამაზე საუბარი, რომ ადრე მოლი იყო ჩვენი ძლიერი იარაღი და რატომ არის ახლა დასუსტებული. ამ ყველაფერს თავისი პასუხი აქვს. გვყავს ახალი გუნდი, ბევრი ახალი მოთამაშე, რომლებსაც სჭირდებათ შეთამაშება და გამოცდილების მიღება. ახსენეთ კოტე მიქაუტაძე, რომელიც არა თუ ამ ფორმაციის ნაკრებში, არამედ ფორმის პიკში მყოფ ნაკრებშიც ძალიან დიდი ძალა იყო, როგორც მოლში, ასევე მთლიანად შერკინებაში. ეჭვიც არ მეპარება, რომ ძალიან დაგვეხმარება და დაატყობს ხელს ნაკრებს მისი დამატება. გარდა ამისა, ჩვენ ორი ტრავმირებული მოთამაშე გვყავდა მეორე ხაზში და ამან ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, როგორც თამაშში, ასევე სავარჯიშო პროცესებში. ბოლო წუთებში გადაწყდა, რომ იგივე ჯავახია შეცვლაზე გვყოლოდა. ეს არ არის თავის მართლება და ეს ბიჭები, კოტეც, ჭეიშვილიც და ჯავახიაც ჩადგებიან ფორმაში და მოიშუშებენ დაზიანებას ბოლომდე, კოტეს გამოცდილებაც ძალიან წაგვადგება, უფრო მეტად გაიზრდება კონკურენცია ამ პოზიციაზე და სიტუაცია მკვეთრად გამოსწორდება", -
განაცხადა ლევან მაისაშვილმა. 

"ბორჯღალოსნები" მომდევნო მატჩს 21 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ გამართავენ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)