სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

2020 წლის რაგბი ჩემპიონშიპის მესამე მატჩში არგენტინის ნაკრებმა ახალი ზელანდია ისტორიაში პირველად დაამარცხა და დიდი სენსაცია შემოგვთავაზა. "პუმებმა" სიდნეიში გამართულ მატჩში 25:15 იმარჯვეს.
შეხვედრის გმირი არგენტინის ნაკრების მგეზავი ნიკოლას სანჩესი გახდა, რომლის ანგარიშზეც "პუმების" ყველა ქულაა. სანჩესმა გარდასახული ლელოს და 6 ჯარიმის გატანა მოახერხა. შეხვედრის შემდგომ "სტად ფრანსეს" გამოცდილმა მორაგბემ ემოციური კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის ამაყობს, რომ დღეს მის ქვეყანას წარმოადგენდა.
"დარწმუნებული ვარ, რომ სიძნელეები გუნდებს უფრო ძლიერს ხდის და ჩვენს გონებაშიც დღეს ასე მოხდა. როდესაც მსოფლიო თასი დასრულდა, მეგონა, რომ არგენტინის ნაკრებში ჩემი კარიერა დასრულებული იყო. არ მეგონა, თუ კიდევ მექნებოდა იმის შესაძლებლობა, რომ ამ ბიჭებთან ერთად კიდევ ვითამაშებდი.
ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს ჩემს ქვეყანას წარმოვადგენდი. საოცარი იყო ბოლო წუთებში ჩვენი დაცვის ყურება, ჩვენ ამ ყველაფრისთვის მზად ვიყავით. მსურს მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც რთულ პერიოდში გვერდში გვედგა", - განაცხადა 32 წლის მგეზავმა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.