სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დღეს ავსტრალიაში მიმდინარე 3 ერის გათამაშების მესამე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს არგენტინა და ახალი ზელანდია დაუპირისპირდნენ, სადაც არგენტინელებმა ისტორიულ შედეგს მიაღწიეს და "ოლ ბლექსი" არსებობის ისტორიაში პირველად დაამარცხეს, ანგარიშით 25:15.
უნდა ითქვას, რომ არგენტინელები მთელი მატჩის განმავლობაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ და გამარჯვება სრულად დაიმსახურეს. რაც შეეხება ახალ ზელანდიას, შეიძლება ითქვას, რომ "კივებმა" ამ საუკუნეში ყველაზე უსახური თამაში ჩაატარეს და დაფიქსირებული შედეგი სრულად ასახავს მატჩის სურათს.
"პუმებმა" თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და ჯარიმით გაიჭრნენ წინ, რასაც ნიკო სანჩესმა ლელოც მიაყოლა და მის მიერ გატანილი კიდევ ორი ჯარიმით სამხრეთამერიკელებმა ტაიმი 16:3 მოიგეს.
მეორე ტაიმში ახალი ზელანდია თამაშში დაბრუნებას შეეცადა, 53-ე წუთზე თავი ლელოთი გამოიჩინა "ოლ ბლექსის" კაპიტანმა სემ ქეინმა, თუმცა თავის გუნდთან ერთად ბრწყინვალე მატჩის ჩამტარებელი ნიკო სანჩესი გატანილი ჯარიმებით მეტოქეს მიახლოების საშუალებას არ აძლევდა, ამას ერთვოდა ზელანდიელთა უჩვეულო უდისციპლინობა და ხარვეზები, როგორც დერეფანში ისე რაქში. საბოლოოდ როდესაც თამაშის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო პრესტიჟის ლელო ქეილებ კლარკმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში არგენტინის სასარგებლოდ 25:15 დაფიქსირდა.
როგორც უკვე ვახსენეთ, ეს გახლდათ არგენტინის პირველი გამარჯვება ახალ ზელანდიასთან, ნიკო სანჩესმა კი თამაში ბრწყინვალე მონაგარით დაასრულა, არგენტინის მიერ გატანილი 25-ვე ქულა მის ანგარიშზეა და ცოტა დააკლდა სამხრეთაფრიკელი მგეზავის მიღწევის გამეორებამდე, მოგეხსენებათ 2009 წელს "ოლ ბლექსთან" მოგებულ შეხვედრაში გუნდის ყველა 31-ვე ქულა მორნე სტეინმა გაიტანა, რაც დღემდე რეკორდია.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.