სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

რაგბის კავშირის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, ინგლისთან მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ბორჯღალოსანთა" რვა ნომერმა ბექა გორგაძემ.
"ჩვენი მთავარი ყურადღება და აქცენტი ამ კვირაში იყო ჩვენს თავზე, თუ რას გავაკეთებთ ჩვენ და არა რას გააკეთებს ინგლისი. როგორც უკვე ვთქვით, შოტლანდიასთან თამაშში ბევრი რაღაც გამოჩნდა, ბევრი სისუსტეები, რაზეც მუშაობა ფიზიკურად ვერ მოვახერხეთ და ზუსტად ეს კომპონენტები იყო, რაზეც გავამახვილეთ მთელი ამ კვირის განმავლობაში ყურადღება. რაც შეეხება შერკინების თამაშს და ცოტა ახალი სისტემური ფაზების შემოტანას, შევეცდებით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს ახალი კომპონენტები ინგლისთან მატჩში.
რაც შეეხება ნაკრებთან შეერთებას, პირველ რიგში პანდემიის გამო, რაღაც-რაღაც რეგულაციების გამო ეს ყველაფერი ცოტა დაგვიანებით მოხდა და ვისურვებდით, რომ უფრო მეტი დრო გვქონოდა ყველას ერთად სამუშაოდ, რაც სამწუხაროდ არ გამოვიდა. ასევე იყო შოტლანდიასთან მატჩისთვისაც, რაც იდეაში შემდეგ გუნდს აკლდება ეს ერთად ვარჯიშის უქონლობა და შეთამაშება, მაგრამ ჩვენთვის ზუსტად ეს არის ამ ტურნირის მიზანი, რომ კვირიდან კვირამდე გავიზარდოთ, შევთამაშდეთ, თამაშიდან თამაშამდე მომდევნო ეტაპზე გადავიდეთ და მაქსიმალურად კარგად ვითამაშოთ", - განაცხადა "ბორდოს" მესამეხაზელმა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისი - საქართველოს მატჩი "თვიქნემზე" თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება და ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში იხილავთ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.