სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

შემოდგომის ერთა თასის გახსნით მატჩში ირლანდიის ნაკრები "ავივა სთედიუმზე" უელსს დაუხვდა და სოლიდური სხვაობით 32:9 იმარჯვა.
აღნიშნულ მატჩში ორი სანაკრებო რეკორდი დამყარდა და ორივე უელსის ნაკრების რიგებიდან. მათმა 35 წლის კაპიტანმა ალან უინ ჯონსმა, რომელმაც გასულ კვირას რიჩი მაკქოუს რეკორდი დაამხო და სანაკრებო რაგბიში ყველაზე მეტი კეპის მომხვეჭი მორაგბე გახდა, ამჯერად კიდევ ერთი რეკორდი დაამხო და გახდა პირველი მორაგბე, რომელმაც საერთაშორისო რაგბიში 150-ე მატჩი ჩაატარა. ჯონსმა უელსის ნაკრების რიგებში 141 მატჩი ჩაატარა, ხოლო 9 კეპი ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების რიგებში მოიხვეჭა.
რაც შეეხება მეორე რეკორდს, ამ მატჩში შეცვლაზე შევიდა ჯორჯ ნორსი, რომელმაც საიუბილეო მე-100 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა. მან უელსის ნაკრებში 97-ე მატჩი ჩაატარა, ხოლო სამი კეპი ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებში ეთვლება. რეკორდი კი ის გახლავთ, რომ ის არის ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელიც ცენტურიონთა კლუბს შეუერთდა. ნორსმა ამის გაკეთება 28 წლის და 215 დღის ასაკში მოახერხა და მაიკლ ჰუპერი მიღწევა გააუმჯობესა, რომელმაც მე-100 კეპი ოქტომბერში ავსტრალიასთან ფრედ დასრულებულ (16:16) მატჩში მოიხვეჭა, რა დროსაც 28 წლის და 348 დღის გახლდათ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.