პორტუგალიის ნაკრები უახლოეს ორ კვირაში ორ ტესტ-მატჩს გამართავს

პორტუგალიის ნაკრები უახლოეს ორ კვირაში ორ ტესტ-მატჩს გამართავს

დაახლოებით ორი კვირის წინ სტატია შემოგთავაზეთ, რომელშიც პორტუგალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ამადო და სილვა ძალიან უკმაყოფილო გახლდათ "მსოფლიო რაგბის" ქმედებებით და ამბობდა, რომ რაგბის მმართველი ორგანო ნაკრებებს არასათანადოდ ეპყრობოდა და პორტუგალიელებს 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მზადებაში ხელს უშლიდა. 

პორტუგალიელებს ნოემბერში ოთხი ტესტ-მატჩი ჰქონდათ დაგეგმილი: 6 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში ფიჯის წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ, ხოლო 21 და 28 ნოემბერს ლისაბონში ბრაზილიის ნაკრებისთვის უნდა ემასპინძლათ. ამ მატჩეს შორის კი, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში "მგლებს" 15 ნოემბერს მადრიდში ესპანეთის წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ. საბოლოო ჯამში, ოთხივე ეს მატჩი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო გაუქმდა. 

ამის შემდეგ კი, როგორც ვთქვით, პორტუგალიის რაგბის კავშირის ხელმძღვანელმა "მსოფლიო რაგბი" გააკრიტიკა, რამაც როგორც ჩანს შედეგი გამოიღო და ისინი ზემოხსენებულ თარიღებში, ანუ 21 და 28 ნოემბერს ბრაზილიის ნაკრებს ორ ტესტ-მატჩში უმასპინძლებენ. 

"ჩვენ უზარმაზარ მოტივაციას ვგრძნობთ. როდესაც მორაგბეებთან ერთად ვართ, ყოველთვის ვგრძნობთ, რომ მათი ვალდებულება ეროვნული გუნდის მიმართ იზრდება. ჩვენს მოთამაშეებს სურთ, რომ თავიანთი საქმე კარგად გააკეთონ, გუნდში დიდი ენთუზიაზმია", - განაცხადა "მგლების" მთავარმა მწვრთნელმა პატრის ლაჟისკემ. 

პორტუგალიას და ბრაზილიას ერთმანეთის წინააღმდეგ აქამდე ოთხჯერ უთამაშიათ: ორჯერ პორტუგალიას აქვს მოგებული, ორჯერ - ბრაზილიას. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)