სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

როგორც იცით, შემოდგომის ერთა თასის "ბ" ჯგუფის პირველი ტურის მატჩი, რომელშიც საფრანგეთის ნაკრებს ვანში ფიჯისთვის უნდა ემასპინძლა, კორონავირუსის გამო გაუქმდა. რამდენიმე დღის წინ, ფიჯის ნაკრებში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა, რის გამოც "მფრინავი ფიჯელების" ბანაკში დამატებითი კოვიდ ტესტირება ჩატარდა, რომელმაც ვირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოავლინა და მატჩის ჩატარებაც შეუძლებელი გახადა.
აღნიშნული ინფორმაციის დადასტურებისთანავე, კომენტარი გააკეთა 6 ერის აღმასრულებელმა დირექტორმა ბენ მორელმა, რომელიც შემოდგომის ერთა თასის ტურნირის ორგანიზატორიცაა: "ეს რთული და გულდასაწყვეტი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ეს იყო ერთადერთი შესაძლო ვარიანტი დღევანდელი ტესტირების პასუხების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოუთმენლად ველოდით ამ მატჩს, ჩვენი მორაგბეების კეთილდღეობა და ჯანმრთელობა ჩვენთვის ნომერ პირველ პრიორიტეტად რჩება.
ჩვენ გვაქვს ტესტირების მკაცრი პროგრამა. ამ შემთხვევაში შეუძლებელია ფიჯის ნაკრების მინდორზე გასვლა და ჩვენ არ გვაქვს სხვა ვარიანტი, გარდა მატჩის გაუქმებისა. მინდა მადლობა გადავუხადო ფიჯის და საფრანგეთის რაგბის კავშირებს თანამშრომლობისთვის და დაინფიცირებულ სპორტსმენებს სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო", - განაცხადა მორელმა.
შემოდგომის ერთა თასის ორგანიზატორები მჭიდროდ თანამშრომლობენ ფიჯის რაგბის კავშირთან, რათა მიღებული იქნას ყველა საჭირო ზომა, რომ ფიჯის ნაკრებში ვირუსის აფეთქების შანსები მაქსიმალურად შემსუბუქდეს და უზრუნველყონ, რომ 21 ნოემბერს იტალიასთან ჩანიშნული მატჩი დაგეგმილისამებრ ჩატარდეს.
საფრანგეთი - ფიჯის ჩაშლილი მატჩის სპორტული შედეგი განისაზღვრება ორშაბათს დანიშნულ ტურნირის ქვეკომიტეტის შეხვედრაზე.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.