სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Brian Lawless
შემოდგომის ერთა თასის გახსნით მატჩში ირლანდიის ნაკრები "ავივა სთედიუმზე" უელსს დაუხვდა და სოლიდური სხვაობით 32:9 დაამარცხა.
ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ "სამყურებმა" მეტოქე დაჯაბნეს და გამარჯვება სრულიად დამსახურებულად მოიპოვეს. ენდი ფარელის შეგირდებმა მეტოქეს ორი გარდასახული ლელო და ექვსი ჯარიმა გაუტანეს, საპასუხოდ კი მხოლოდ სამი ჯარიმა მიიღეს. მასპინძელთაგან ლელოები ქუინ რუმ და ჯეიმს ლოუმ დადეს, ორ-ორი ჯარიმა გაიტანეს ჯონათან სექსტონმა, ბილი ბარნსმა და ქონორ მარიმ. თითო გარდასახვა კი, ზუსტად მარიმ და სექსტონმა შეასრულეს. უელსელთაგან ერთი ჯარიმა დენ ბიგარმა, ორი კი ლი ჰალფპენიმ გაიტანა.
ირლანდიელთათვის სამწუხარო ის გახლავთ, რომ ტრავმა მიიღო განაცხადში მყოფმა ორი მგეზავმა: პირველ ტაიმში სექსტონი დაშავდა, ხოლო 64-ე წუთზე ბარნსი. უელსელთათვის კი საგანგაშო ის გახლავთ, რომ უორენ გეთლენდის წასვლის შემდგომ ძალიან ცუდად გამოიყურებიან და 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, მხოლოდ ერთი მატჩი აქვთ მოგებული, ისიც იტალიის წინააღმდეგ (42:0). "დრაკონებს" ზედიზედ 6 მატჩი აქვთ წაგებული.
ამრიგად, ირლანდიამ 4 ქულა ჩაიწერა აქტივში, ხოლო უელსს 0 ქულა აქვს. ირლანდია მომდევნო ტურში 21 ნოემბერს გასვლაზე ინგლისს შეხვდება, ხოლო უელსი იმავე დღეს საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.