სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Georgian Rugby
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ შემოდგომის ერთა თასის პირველ მატჩამდე ონლაინ პრესკონფერენცია გამართა და ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
27 წლის შუამარბის თქმით, ზედმეტი მოლოდონები გაუმართლებელია, მთავარი მიზანი კი ის გახლავთ, რომ "ბორჯღალოსნებმა" იმაზე უკეთ ითამაშონ, ვიდრე ეს შოტლანდიასთან მატჩში მოახერხეს.
"ხვალ ოფიციალურად ვიწყებთ 8 ერის ტურნირს. მოლოდინებზე ლაპარაკი ზოგადად არც მე მიყვარს და არც არის გამართლებული, არ უნდა მოვწყდეთ რეალობას და უნდა ვიცოდეთ ვის ვეთამაშებით. ინგლისი ძალიან ძლიერი გუნდია და არ უნდა ველოდოთ იმას, რომ ინგლისს ყველაფერში დავჩაგრავთ და არ უნდა ვიყოთ ძალიან კრიტიკულები. მთავარი ის არის, რომ მომავალ მატჩში ვიყოთ იმაზე უკეთესები, ვიდრე ვიყავით შოტლანდიასთან მატჩში.
სრულფასოვანი ვარჯიშისთვის ორი დღე გვქონდა და ორ დღეში ყველაფერი გავიარეთ, რაც შესაძლებელი იყო. ვფიქრობ, რომ საკმაოდ პროდუქტიული ვარჯიშები იყო და ვფიქრობ, საკმაოდ გამართლებული ტაქტიკით ვაპირებთ თამაშს. ჩემი აზრით, უფრო უკეთ ვართ მომზადებულები, ვიდრე ვიყავით შოტლანდიასთან მატჩისთვის.
იმედი მაქვს, რომ გამომადგება ის გამოცდილება, რაც უკვე მიღებული მაქვს ამ სტადიონზე რამდენიმეჯერ და იმედი მაქვს, რომ თამაშის საფინალო სასტვენის შემდეგ სასიამოვნო და კარგი მოგონებებით გამოვალთ მოედნიდან.
უმაყურებლოდ თამაში უცნაურია, თუმცა ნელ-ნელა ვეჩვევით ამას. სამწუხაროა, როდესაც "თვიქნემის" მსგავსს დიდებულ სტადიონზე თამაშობ და ტრიბუნები ცარიელია, აბსოლუტურად სხვა გარემო და ატმოსფეროა, როდესაც სტადიონზე მაყურებელია და კარგი იქნებოდა, რომ ეს მთლიან გუნდს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ბიჭებს გამოეცადათ და მიეღოთ ეს გამოცდილება, თუმცა რას ვიზამთ. იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ ბევრი ასეთი თამაში გვექნება და ბიჭები მიიღებენ ამ სანატრელ გამოცდილებას", - განაცხადა შარიქაძემ.
შეგახსენებთ, რომ ინგლისი - საქართველოს მატჩი "თვიქნემზე" თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება და ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში იხილავთ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.