დიდი 10: ყოჩები არესს დაუზავდა

დიდი 10: ყოჩები არესს დაუზავდა

დღეს დიდი 10-ის მეხუთე ტურის შეხვედრაში "ყოჩებმა" საკუთარ მოედანზე "არესს" უმასპინძლა და თამაში რაგბისთვის უჩვეულოდ ფრედ დასრულდა, ანგარიშით 19:19. 

შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და მოგების შანსი ორივე გუნდს თანაბრად ჰქონდა, საწყის წუთებში აქტიურობის შემდეგ სტუმრებმა ორი ჯარიმა გაიტანეს და 6:0 იგებდნენ, თუმცა მასპინძლებს შერკინებაში საგრძნობი უპირატესობა ჰქონდათ და ამის წყალობით ტაიმის მიწურულს მეტოქეს საჯარიმო ლელო გაუტანეს, შედეგად ნახევარი 7:6 მოიგეს. 

მეორე ტაიმი შედარებით შედეგიანი და სანახაობრივი გამოდგა, 42 წუთზე სტუმრებმა გატანილი ჯარიმით ლიდერობა დაიბრუნეს, თუმცა მალევე "ყოჩებმა" ლელო გაიტანა და წინ 5 ქულით გავიდა. 55-ე წუთზე აბაშიძემ კიდევ ერთი ჯარიმით სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა, ხოლო მოგვიანებით გურამ გოგიძის მიერ დადებულ ლელოს "არესმა" უმალვე ლელოთი უპასუხა და ისევ ლომიძის ზუსტი გარდასახვის წყალობით საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. 

შედეგად ბ ჯგუფში "ყოჩები" 11 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება "არესს" კი 8 ქულა აქვს და მესამე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით გამოწვეული შეფერხების გამო, ზემოთ აღნიშნულ ორ გუნდს ჯგუფში ყველაზე მეტი 4-4 თამაში აქვს ჩატარებული. 

ფოტო: ლიდერბეთ დიდი 10

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)