2021 წლიდან რაგბი ევროპის მატჩებს ვიდეო მსაჯი დაემატება

2021 წლიდან რაგბი ევროპის მატჩებს ვიდეო მსაჯი დაემატება

ცოტა ხნის წინ რაგბი ევროპის ოფიციალურმა საიტმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც 2021 წლიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩებს ვიდეო მსაჯი დაემატება და გარდა ამისა მოთამაშის ტვინის შერყევაზე შემოწმებაც იქნება შესაძლებელი.

აღნიშნული სიახლე დროული და მნშვნელოვანი იყო კიდევ იმ თვალსაზრისით, რომ 2021 წლის ტურნირი 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის ნაწილი იქნება. 

აღნიშნულ მომსახურებას ცნობილი კომპანია "VOGO" განახორციელებს, რომელიც ტოპ 14-ს და ევროპულ საკლუბო ტურნირებს უკვე ემსახურება. 

"რაგბი ევროპის" პრეზიდენტი ოქტავიან მორარიუს განცხადებით ვიდეო მსაჯის დანერგვა მნიშვნელოვან შენაძენს წარმოადგენს რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის და ამისათვის "VOGO"-ს დიდ მადლობას უხდის.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)