სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ბორჯღალოსანთა მეორეხაზელი გიორგი ჯავახია იმედოვნებს, რომ ნატკენ მხარს უმოკლეს პერიოდში მოირჩენს და „შემოდგომის ერთა თასის“ პირველ მატჩს მზადყოფნაში შეხვდება.
24 წლის მორაგბემ ტრავმა 7 ნოემბერს, პრო დე2-ის მე-9 ტურში ‘პროვანსთან’ მატჩში მიიღო და უკვე მე-3 წუთზე შესაცვლელი შეიქმნა, თუმცა ნაკრების სამედიცინო შტაბმა კარგად იმუშავა და გიორგი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს:
„შეტევისას მხარი ჩამყვა და ხელის აწევაც მიჭირდა. ნაკრების ექიმებმა დიდი ყურადღება დამითმეს და ახლა თავს კარგად ვგრძნობ. უკვე გუნდთან ერთად ვვარჯიშობ, ჯერჯერობით კონტაქტის გარეშე“ – განაცხადა ჯავახიამ, რომელსაც ბორჯღალოსნებში დებიუტი 2018 წელს ჰქონდა და ძალიან გაუხარდა, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირისთვის მიიწვიეს:
„არ ველოდი და რომ დამირეკეს ისეთი ბედნიერი ვიყავი, ემოციების გამოხატვაც კი მიჭირდა. ასეთი დონის გუნდების წინააღმდეგ არასდროს მითამაშია. ინგლისის ნაკრები ჩემი საყვარელი გუნდია, ხოლო იტოჯე ჩემი ფავორიტი მორაგბე და გამიხარდება მის წინააღმდეგ თამაში თუ მომიწევს“.
‘ორიაკის’ მორაგბეს კარგად ესმის, რომ პრო დე2-ისა და საერთაშორისო რაგბის დონე მკვეთრად განსხვავდება და ბორჯღალოსნებში გამოძახების შემდეგ, კლუბში მყოფი ქართველი მორაგბეების დახმარებით, დამატებით ვარჯიშობდა:
„კარგად მესმის, რომ ამ დონეზე სათამაშოდ მეტი შრომაა საჭირო და როგორც კი დამირეკეს, დავიწყე მზადება. ჩემი პრობლემა წონა იყო. გარდა ამისა, ‘ორიაკში’ დერეფანში საერთოდ არ ვთამაშობდი, აქ კი ბევრად მეტი დავალების შესრულება მიწევს და ქართველი თანაკლუბელების დახმარებით, აბსოლიტურად ყველაფრის გაუმჯობესებაზე ვმუშაობდი. მაქსიმალურად ვეცადე, რომ ტურნირისთვის მზად ვყოფილიყავი და თუ თამაშის შესაძლებლობა მომეცემა, ვეცდები გუნდს გამოვადგე, მეც ვისიამოვნო და გულშემატკივარიც ვასიამოვნო“.
rugby.ge
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.