ოლ ბლექსის მორაგბეს უხეშობა არ აპატიეს და დისკვალიფიკაციით დასაჯეს (+VIDEO)

ოლ ბლექსის მორაგბეს უხეშობა არ აპატიეს და დისკვალიფიკაციით დასაჯეს (+VIDEO)

ახალი ზელანდიის ნაკრების ბურჯი ოფა ტუ'უნგაფასი "სანზაარის" სადისციპლინო კომიტეტმა სამკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

გასულ შაბათს ავსტრალიის ნაკრებთან წაგებული (22:24) მატჩის 23-ე წუთზე ტუ'უნგაფასმა ტომ ვრაითისთვის სახეში იდაყვის ჩარტყმის გამო წითელი ბარათი მიიღო, ხოლო მოგვიანებით ეს ეპიზოდი სამხრეთული რაგბის მმართველი ორგანოს სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა, რომელთა გადაწყვეტილების მიხედვითაც, 28 წლის 3 ერში ვეღარ ითამაშებს.

ცნობისთვის, ტონგური ფესვების მქონე "ბლუზის" ბურჯს "ოლ ბლექსის" კვართით 40 მატჩი აქვს ნათამაშები.

იხილეთ ტუ'უნგაფასის წითელი ბარათი 1:43 წუთიდან. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)