სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ფრანგულმა გამოცემა Rugby-Transfers.Com-მა ტოპ 14-ის იმ საერთაშორისო კატეგორიის უცხოელი მორაგბეებისგან შემდგარი სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომლებსაც სეზონის ბოლოს თავიანთ კლუბებთან კონტრაქტი ეწურებათ.
ზემოხსენებულ სიმბოლურში ოთხი ქართველი მორაგბე ფიგურირებს. ძირითად თხუთმეტეულში არიან: მარჯვენა ბურჯი ლევან ჩილაჩავა, რომელსაც "მონპელიესთან" კონტრაქტი ეწურება და როგორც ფრანგული პრესა წერს, გაისად "კასტრში" ვიხილავთ და მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე, ვინც "ბაიონში" რამდენიმე კვირის წინ ჩაირიცხა, მაგრამ როგორც ცნობილი ხდება, ის დიდი ალბათობით, ბასკურ კლუბში მომავალ სეზონშიც დარჩება.
მარქაფაში არიან "ბრივის" კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი, რომელიც "სტად მუნისიპალზე" სამედიცინო ჯოკრის სტატუსით სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მივიდა და "სტად ფრანსეს" მარცხენა ბურჯი ვასილ კაკოვინი. ჯერჯერობით უცნობია, გაახანგრძლივებენ თუ არა ისინი კონტრაქტს საკუთარ კლუბებთან.
სიმბოლურში გამონაკლისის სახით საფრანგეთის ნაკრების ერთადერთი მორაგბე, სამხრეთ აფრიკაში დაბადებული რორი ქოქოთი მოხვდა. "კასტრის" ჰავბექი ამ გუნდში იმიტომაა წარდგენილი, რომ არცერთ საერთაშორისო კატეგორიის არაფრანგ ცხრა ნომერს თავიანთ კლუბთან ხელშეკრულება არ ეწურება.
სიმბოლური კი ასე გამოიყურება:
ბურჯები: ლევან ჩილაჩავა (საქართველო, "მონპელიე"), პოლ ალო-ემილ (სამოა, "სტად ფრანსე");
კვაჭი: ტოლუ ლატუ (ავსტრალია, "სტად ფრანსე");
მეორე ხაზი: ლოპეტი ტიმანი (ავსტრალია, "ლა როშელი"), კონტანტინე მიქაუტაძე (საქართველო, "ბაიონი");
მესამე ხაზი: სკოტ ჰიგინბოთამი (ავსტრალია, "ბორდო"), ჯერომ კაინო (ახალი ზელანდია, "ტულუზი"), სერჯო პარისე (იტალია, "ტულონი");
ჰავბექი: რორი ქოქოთი (საფრანგეთი, "კასტრი");
მგეზავი: ბენჯამინ ურდაპიშეტა (არგენტინა, "კასტრი");
შუამარბი: პიტა აკი (ახალი ზელანდია, "ტულუზი"), ისაია ტოეავა (ახალი ზელანდია, "ტულონი");
ფრთები: სანტიაგო კორდერო (არგენტინა, "ბორდო"), ტიმ ნანაი-უილიამსი (სამოა, "კლერმონი");
ფულბექი: საიმონ ზიბო (ირლანდია, "რასინგ 92");
მარქაფა: ბადრი ალხაზაშვილი (საქართველო, "ბრივი"), ვასილ კაკოვინი (საქართველო, "სტად ფრანსე"), ლონი უჰილა (ტონგა, "ლა როშელი"), მარიანო გალიარზა (არგენტინა, "ბაიონი"), კალებ ტიმუ (ავსტრალია, "მონპელიე"), იოჰან გუსენი (სამხრეთ აფრიკა, "მონპელიე"), ჯორჯ მოალა (ტონგა, "კლერმონი"), პიტერ ბეთჰემი (ავსტრალია, "კლერმონი").
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.