ბრეგვაძე: "ინგლისთან თამაშისგან მოველით იმას, რომ ვიყოთ უკეთესი გუნდი, ვიდრე შოტლანდიასთან ვიყავით"

ბრეგვაძე: "ინგლისთან თამაშისგან მოველით იმას, რომ ვიყოთ უკეთესი გუნდი, ვიდრე შოტლანდიასთან ვიყავით"

შემოდგომის ერთა თასის (8 ერის) პირველი ტურის მატჩში ინგლისის ნაკრები 14 ნოემბერს "თვიქნემზე" საქართველოს დაუხვდება.

მოახლოებული მატჩის წინ, კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების გამოცდილმა კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ, რომლის ანგარიშზეც 59 სანაკრებო კეპია. 

"ინგლისს 2011 წელს ვეთამაშეთ, იმის შემდეგ რა თქმა უნდა დიდი დრო გავიდა და სხვა გუნდია ინგლისი. ჩვენ ამ თამაშისგან მოველით იმას, რომ უკეთესი გუნდი ვიყოთ, ვიდრე შოტლანდიასთან ვიყავით და ეს თამაში მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი მომავალი თამაშებისთვის და განვითარებისთვის. 

ტიერ 1-ის გუნდებთან თამაშში განსხვავება ის არის, რომ არცერთ შეცდომას არ გპატიობენ და ყველა შეცდომას ასახევენ ქულებში, ამიტომ მთელი 80 წუთის განმავლობაში მაქსიმალურად უნდა ვიყოთ თამაშში ჩართულები და უნდა ვეცადოთ, რომ არცერთი შეცდომა არ დავუშვათ და მათი შეცდომები, რასაც ძალიან ცოტას უშვებენ პირველი დონის გუნდები, გამოვიყენოთ ჩვენს სასიკეთოდ", -
განაცხადა "ბორჯღალოსნების" კვაჭმა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)