მერაბ შარიქაძე: "გვსურს, რომ ინგლისელთა წინააღმდეგ საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ"

მერაბ შარიქაძე: "გვსურს, რომ ინგლისელთა წინააღმდეგ საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ"

"შემოდგომის ერთა თასის" დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ.

მოგეხსენებათ საქართველოს ნაკრები ინგლისში სრული შემადგენლობით გუშინ შეიკრიბა, ჩააბარა კოვიდ-ტესტები და მათ პასუხებამდე, ანუ ოთხშაბათს შუადღემდე კონტაქტური ვარჯიშები აკრძალული აქვთ. 

„ყველა მოთამაშემ უნდა იცოდეს თავისი გუნდის სათამაშო გეგმა და ტაქტიკა. ამ პერიოდს მწვრთნელები სწორედ ამ მიმართულებით იყენებენ და გვახსენებენ, ან გვაცნობენ ამ გეგმას. შოტლანდიასთან მატჩამდე ერთად მხოლოდ ერთი კვირა ვიყავით, რის შემდეგაც ლეგიონერები კლუბების სათამაშო სისტემაზე გადაერთნენ და ახლა უბრუნდებიან იმ სქემას, რითიც გვსურს ინგლისის წინააღმდეგ ვითამაშოთ“

მეტოქის ავსტრალიელმა დამრიგებელმა ედი ჯოუნსმა განაცხადა, რომ ქართველი ფორვარდების ძალის გათვალისწინებით, ჩვენს წინააღმდეგ ერთით მეტი, 9 მორკინალით აპირებს თამაშს. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მსოფლიო თასის წინ, იაპონიის ნაკრები სწორედ ერთით მეტი ფორვარდით გვეთამაშა, რაც კარგად ახსოვს გუნდის კაპიტანს:

„ასეთი შემთხვევა 2015 წლის მსოფლიო თასის წინ გვქონდა, როდესაც იაპონიას ვეთამაშეთ. მაშინ მათ ერთ გარემარბად შერკინების მოთამაშე ეყენათ, თუმცა სიმართლე გითხრათ, დიდად არაფერი შეცვლილა. არის შემთხვევები, მოედანზე ისეთი გარემარბი შეგხვდება, რომელიც ფიზიკური მონაცემებით არაფრით ჩამოუვარდება მორკინალს. შეიძლება თვითონ იმ გუნდისთვის ასეთი გადაადგილება რამეს ცვლის, მაგრამ არა მოწინააღმდეგისთვის. ექვსი ერის გამარჯვებულთან თამაში ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ყველა იმ თაობის მორაგბის წინაშე, რომელთაც ნაკრებში უთამაშია, ასევე იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც თავდაუზოგავად ზრუნავენ ქართული რაგბის განვითარებისთვის და გვსურს, რომ ინგლისელთა წინააღმდეგ ჩვენი საუკეთესო ვერსიით წარვსდგეთ, საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ“- განაცხადა შარიქაძემ. 

rugby.ge​​​​

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)