ლევან მაისაშვილი: "ჩვენ ვიცით რას შემოგვთავაზებს ინგლისის ნაკრები"

ლევან მაისაშვილი: "ჩვენ ვიცით რას შემოგვთავაზებს ინგლისის ნაკრები"

„შემოდგომის ერთა თასის“ დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ, ონლაინ-პრესკონფერენცია გამართეს.

საქართველოს ნაკრები ინგლისში სრული შემადგენლობით გუშინ შეიკრიბა, ჩააბარა კოვიდ-ტესტები და მათ პასუხებამდე, ანუ ოთხშაბათს შუადღემდე კონტაქტური ვარჯიშები აკრძალული აქვთ. მაისაშვილის თქმით, ამ პერიოდს ის გუნდისთვის სათამაშო ტაქტიკისა და სქემების გაცნობას დაუთმობს:

„ძალიან კარგ პირობებში ვართ, მაგრამ ოთხშაბათს შუადღემდე ტესტების პასუხები არ გვექნება და შესაბამისად, კონტაქტური ვარჯიშები აკრძალული გვაქვს. მიუხედავად ამისა, დროს არ ვკარგავთ და მანამდე გუნდს ვაცნობთ ტაქტიკას, რისი გაკეთება გვინდა შეტევასა და დაცვაში, დერეფანში და ა.შ. თამაშამდე ორი სრულფასოვანი და ერთიც კაპიტნის ვარჯიში გვაქნება“.

მაისაშვილმა ინგლისელების მიერ შესაძლო 9 მორკინალით თამაშზეც გააკეთა კომენტარი: 

„არა მგონია ამას დიდი მნიშვნელობა ქონდეს. ჩვენ ვიცით რას შემოგვთავაზებს ინგლისის ნაკრები. ისინი გამოირჩევიან აგრესიული დაცვით, ფიზიკურობით, პრაგმატული თამაშით და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ფორვარდით ითამაშებენ. ჩვენ უნდა შევძლოთ მათი შეტევების განეიტრალება და ბალანსის დაცვა შეტევასა და დაცვას შორის.

„ჩვენ მოგვიწევს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელსაც ასევე ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ყავს. ამ ტურნირზე ჩვენი მიზანია, რომ თამაშიდან თამაშამდე განვვითარდეთ და გავიზარდოთ“- განაცხადა მაისაშვილმა.

rugby.ge

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)