სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

შაბათს ორი სანაკრებო მატჩი გაიმართა და "მსოფლიო რაგბის" რეიტინგის მოწინავე ოცეულში ერთი ცვლილება განხორციელდა.
ურუგვაის ნაკრებმა მონტევიდეოში ესპანეთი 19:10 დაამარცხა და 1 ნოემბერს განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო. ამ გამარჯვების შედეგად ურუგვაი 0.94 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და 67.02 ქულა დააგროვა, თუმცა მაინც მე-18 ადგილზე დარჩა. ესპანეთმა კი 0.94 ქულა დაკარგა და ერთი პოზიციით უკან დაიხია. "ლომებს" აშშ-მ გადაუსწრო, თუმცა შემოდგომის მატჩები ესპანელთათვის მაინც პოზიტიურად ფასდება, რადგან ურუგვაისთან ორმატჩიანი ტესტების წინ მე-18 პოზიციაზე იმყოფებოდა, სერიის დასრულების შემდეგ კი მე-17 საფეხურს იკავებს.
ავსტრალიამ 3 ერის მეორე მატჩში ახალი ზელანდია 24:22 დაამარცხა და 1.66 სარეიტინგო ქულა მოიხვეჭა. "ვოლაბებმა" 83.86 ქულა დააგროვეს და მეექვსე ადგილზე დარჩნენ, თუმცა ირლანდიასთან ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირეს, რომელსაც ამჟამად 84.10 ქულა აქვს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.