ინგლისის ნაკრებს საქართველოსთან მატჩში ძირითადი შემადგენლობის 2 მორაგბე დააკლდება

ინგლისის ნაკრებს საქართველოსთან მატჩში ძირითადი შემადგენლობის 2 მორაგბე დააკლდება

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა, დღეს საქართველოსთან გასამართი მატჩისთვის გაფართოებული 36-კაციანი შემადგენლობა გამოაქვეყნა.

ცნობილი გახდა, რომ "წითელ ვარდებს" ვერ დაეხმარებიან ძირითადი შემადგენლობის მორაგბეები, მგეზავი ჯორჯ ფორდი და უკანახაზელი ენტონი უოტსონი. ასევე ტრავმირებულნი არიან კვაჭი ჯეკ სინგლეტონი და მარკ უილსონი. სამაგიეროდ, ტრავმები მოიშუშეს და განაცხადში დაბრუნდნენ ელიოტ დეილი და ჯო მარლერი. ინგლისელთა რაზმს ასევე დაემატა ალექს მიტჩელი. 

ედი ჯონსმა საქართველოსთან მატჩისთვის შემდეგ 36 მორაგბეს უხმო:

შერკინება


ტომ ქარი, ტომ დანი, ბენ ერლი, ჩარლი ეველსი, ელის გენჯი, ჯეიმი ჯორჯი, ჯონი ჰილი, ტედ ჰილი, მარო იტოჯე, ჯო ლონჩბრი, ლევის ლადლემი, ჯო მარლერი, ბენო ობანო, დევიდ რიბანსი, უილ სტიუარტი, კაილ სინქლერი, ბილი ვუნიპოლა, მაკო ვუნიპოლა, სემ ანდერჰილი, ჰარი უილიამსი, ჯეკ უილისი;

უკანა ხაზი

ჯო კოკანასიგა, ელიოტ დეილი, ოუენ ფარელი, ჯორჯ ფარბენკი, ჯონათან ჯოზეფი, ოლი ლოურენსი, მაქს მალინსი, ჯო მარშანი, ჯონი მეი, ალექს მიტჩელი, დენ რობსონი, ჰენრი სლეიდი, ოლი თორლი, ჯეიკობ უმაგა, ბენ იანგსი.

შეგახსენებთ, რომ შემოდგომის ერთა თასის (8 ერის) პირველ ტურში ინგლისის ნაკრები "თვიქნემზე" საქართველოს მიიღებს. მატჩი 14 ნოემბერს თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)