დიდი 10: ლოკომოტივი იუნკერებთან დამარცხდა

დიდი 10: ლოკომოტივი იუნკერებთან დამარცხდა

© გოგიტა ბუხაიძე

დიდი 10-ის მეოთხე ტურის მატჩში "ლოკომოტივი" ავჭალის სტადიონზე "იუნკერებს" დაუხვდა და უხვქულიან მატჩში 24:31 დამარცხდა.

"ლოკომოტივმა" სამი ლელოს დადება შეძლო, ხოლო "იუნკერებმა" ოთხი ლელო გაიტანეს. მასპინძელთაგან ლელოები ვახტანგ ქვათაძემ, სანდრო დვალმა და ნიკა ჩიღვინაძემ გაიტანეს, სამივე გარდასახვა ბექა წიკლაურმა შეასრულა ზუსტად და ერთი არეკნის გატანაც მოახერხა. სტუმართაგან ნამდვილი ბენეფისი მოიწყო გუგა შენგელიამ, რომელმაც მეტოქე სამჯერ დაალელოვა და მატჩის საუკეთესო მორაგბეც გახდა. ერთი ლელო დადო გიორგი კურტანიძემ, ხოლო ოთხივე გარდასახვა და ერთი ჯარიმა რამაზ ხარაზიშვილმა გაიტანა. "ლოკომოტივმა" მესამე ლელო ბოლო წუთზე დადო და ამით ნუგეშის ქულა აიღო.

როგორც იცით, ამ ტურში კორონავირუსის გამო ოთხი შეხვედრა გაიმართა. 






კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)