ბექა გორგაძის ერთ-ერთი კონკურენტი ბორდოს ტოვებს

ბექა გორგაძის ერთ-ერთი კონკურენტი ბორდოს ტოვებს

ცნობილი ფრანგული სარაგბო გამოცემა Allrugby.Com წერს, რომ "ბორდოს" რვა ნომერი მარკო ტოლენი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ჟირონდულ კლუბს დატოვებს და კარიერას "მონპელიეში" განაგრძობს, რომელთანაც სამწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

როგორც იცით, ტოლენი "ბორდოში" ბექა გორგაძის ერთ-ერთი კონკურენტი გახლავთ. ფრანგმა მორაგბემ მიმდინარე ტოპ 14-ში ორი შეხვედრა ჩაატარა. ის ჟირონდელთა რიგებში 2013 წლიდან ასპარეზობს და 98 მატჩში 10 ლელოს გატანა მოახერხა. ტოლენს საფრანგეთის ნაკრების რიგებში 6 კეპი აქვს მოხვეჭილი.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)