ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი: "ჩვენი პრიორიტეტი 2023 წლის მსოფლიო თასზე გასვლაა"

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი: "ჩვენი პრიორიტეტი 2023 წლის მსოფლიო თასზე გასვლაა"

ესპანეთის ნაკრებმა ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, მოახერხა და ორი ტესტ-მატჩი გამართა. "ლომები" მონტევიდეოში იმყოფებოდნენ და ურუგვაის ნაკრებთან ორი შეხვედრა გამართეს. 1 ნოემბერს მეტოქეს 32:20 სძლიეს, ხოლო გუშინდელ საპასუხო მატჩში 10:19 დამარცხდნენ.

ურუგვაულ ტურნეს მთლიანობაში დადებითად აფასებს ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სანტიაგო სანტოსი. ის კმაყოფილია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდგომ "ლომებმა" ითამაშეს და აღნიშნა, რომ მათი პრიორიტეტი 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურის მოპოვებაა. 

"მთლიანობაში, ორი მატჩის ჯამში ბალანსი პოზიტიურია, ხოლო საუკეთესო რამ ის გახლავთ, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თამაში მოგვიწია და ეს მშვენიერი გრძნობა კვლავ განვიცადეთ. კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი ის გახლავთ, რომ ამხელა პაუზის შემდეგ ისე ვითამაშეთ, რომ ტრავმა არავის მიუღია. მეორე მატჩში ჩვენ დაგვაკლდა დისციპლინა და მეტოქის ნახევარზე ტერიტორიული უპირატესობის მოპოვება. ჩვენი პრიორიტეტი კი კვლავ 2023 წლის  მსოფლიო თასის საგზურის მოპოვებაა", -
განაცხადა სანტიაგო სანტოსმა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო თასზე ოციდან რვა საგზურია ვაკანტური. ევროპის ზონიდან საკვალიფიკაციო ეტაპი 2021-2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატი იქნება. ორი საუკეთესო გუნდი საფრანგეთში გაემგზავრება, ხოლო მესამე გუნდი რეპეშაჟიდან გააგრძელებს ბრძოლას. როგორც იცით, ესპანეთის ნაკრებთან ერთად მომდევნო მსოფლიო თასზე გასასვლელად "ბორჯღალოსნებიც" იბრძოლებენ, რომლებმაც 2019 წლის მსოფლიო თასზე მესამე ადგილის დაკავება და შესაბამისად, 2023 წლის პლანეტის პირველობის საგზურის გაფორმება ვერ შეძლეს.     

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)