სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Icon Sport
დღეს პრო დ2-ის მეცხრე ტურის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც "პროვანს რაგბი" "ორიაკს" უმასპინძლებს.
სტუმართა რიგებში ხუთ ქართველ მორაგბეს ვიხილავთ. ძირითად შემადგენლობაში იქნებიან: მარჯვენა ბურჯი გიორგი ქართველიშვილი, მეორეხაზელი გიორგი ჯავახია, მესამეხაზელი ბექა საღინაძე და ჰავბექი მიხეილ ალანია. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი სამი მორაგბე საქართველოს ნაკრებში არიან გამოძახებულნი და "ბორჯღალოსნებს" ამ მატჩის შემდგომ შეუერთდებიან. თადარიგშია კიდევ ერთი მარჯვენა ბურჯი ჯემალ შათირიშვილი.
ალანია პრო დ2-ში მეხუთედ ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობაში კი მეხუთედ ითამაშებს. 20 წლის ცხრა ნომრის სწრაფი პროგრესი არ გამორჩენია ფრანგულ პრესას და გამოცემა sports-auvergne.fr-მ ქართველ მორაგბეს, რომელთაც შემოდგომის ერთა თასზე დებიუტი ექნება ვრცელი სტატია მიუძღვნა სათაურით - "მიხეილ ალანია - პროგრესი დიდი სიჩქარით." გთავაზობთ სტატიის ქართულ თარგმანს.
მისი თამაში გასულ წელსვე იმედის მომცემი იყო. ის "ორიაკში" მეორე სეზონს ატარებს და ზაფხულიდან მოყოლებული ძირითად გუნდში დაწინაურდა. ქართველ ცხრა ნომერს გუნდში არსებულმა ტრავმებმა შანსი მისცა, რომ ახალ ეტაპზე გადასულიყო და პროფესიონალურ გუნდში დაწინაურებულიყო, რაც მოახერხა და რიგ შემთხვევებში უკვე ბერნარდ რეგიარდოზე წინაა.
20 წლის ცხრა ნომერს ბევრი დრო არ დაუკარგავს. მისი თამაში იყო ცოცხალი, კარგი სანახავი და ტექნიკურად ძალიან კომფორტული, "ნევერთან" ამხანაგურ მატჩში, რომელმაც მისი შესაძლებლობები გამოაჩინა. ის მანამდეც ეფექტური იყო, სანამ პროფესიონალურ დონეზე გამოჩნდებოდა. მიხეილ ალანიამ "სტად ალრიშზე" პირველი გუნდის რიგებში პირველად "ნევერის" წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ითამაშა, სადაც მან ძალიან კარგად ითამაშა და შერკინების შემდეგ ლელოს გატანაც მოახერხა.
პრო დ2-ის მეოთხე ტურში "მონტობანთან" საგარეო მატჩში ალანიამ ყველაფერს ნათელი პასუხი გასცა. ის შეცვლაზე შევიდა და "ორიაკის" ძირითადი გუნდის რიგებში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, თამაშში მშვენივრად ჩაერთო და მშვენიერი ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო მისმა გუნდმა მნიშვნელოვანი მატჩის მოგება მოახერხა.
"სახლიდან შორს მოპოვებული გამარჯვება ძალიან მაგარი გრძნობაა, მაგრამ ეს გაცილებით უფრო მაგარია, როდესაც გამარჯვების ლელოს იტან. ამ მატჩის შემდეგ გუნდელებთან კიდევ უფრო დავახლოვდი, ვიგრძენი, რომ მათი ნდობა მქონდა", - ამბობს ალანია.
ამ მატჩის შემდგომ, ალანია თამაშში ასეთი კარგი ჩართვის გამო, "ორიაკის" ერთ-ერთმა მწვრთნელმა მატიო ლესკურმა შეაქო. ქართველი ჰავბექი ამაზე არ გაჩერებულა. მომდევნო ტურში "ნევერთან" მატჩში ტომას სალეს მიმართულებით ფეხით ჩინებულად გადაკიდა ბურთი და მშვენიერი სალელოვე გადაცემა მიითვალა. ალანიამ "ნევერის" წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ითამაშა მაღალ დონეზე, ოღონდ ამჯერად არა ამხანაგურ მატჩში, არამედ პრო დ2-ში.
ამ მატჩებს კი მიხეილ ალანიას "ორიაკის" სასტარტო შემადგენლობაში პირველი გამოჩენა მოჰყვა. ეს იყო "ბეზიესთან" საგარეო მატჩში. ბუნებრივია, რომ ახალგაზრდა ქართველმა მორაგბემ ცოტათი ინერვიულა, როდესაც პრო დ2-ის ეგიდით სასტარტო თხუთმეტეულში პირველად გავიდა მინდორზე.
პირველივე მატჩებში ნაჩვენებმა ხარისხიანმა თამაშმა, ალანიას გზა გაუხსნა ძირითადი შემადგენლობისკენ და მეექვსე ტურში "ბეზიესთან" ძირითადში იყო. ნაწილობრივ ეს მატჩი უფრო რთული იყო, რადგან მას ძირითადი შემადგენლობიდან პირველად უწევდა თამაში: "ეს სასტარტო შემადგენლობაში ჩემი პირველი თამაში იყო, ცოტათი ვნერვიულობდი", - განაცხადა ალანიამ, რომელმაც თავისი წარმატებული სვლა "ოიონასთან" მომდევნო მატჩში განაგრძო და მაიტუკუს ლელო გაატანინა.
ალანია შაბათს საღამოს "მორის-დევიდზე" თამაშს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს და შესაძლებლობა ექნება, რომ საკუთარი განსხვავებული და კრეატიული უნარებით კიდევ მოუტანოს სარგებელი გუნდს. ალბათ "ორიაკი" უნდა ნანობდეს იმას, რომ ამ მოთამაშის სათანადოდ გამოყენება აქამდე ვერ შეძლო.
"ნაკრებზე რა თქმა უნდა ვფიქრობდი, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ შემოდგომის ერთა თასზე ვიქნებოდი.
ნამდვილად მსურს, რომ "პროვანს რაგბისთან" კარგად ვითამაშო, შემდეგ კი საქართველოს ნაკრებს შევუერთდები. პრო დ2-ში მეხუთე შეხვედრას ჩავატარებ და ვფიქრობ, რომ ნაკრებში მიწვევა ამიტომ მომივიდა", - თქვა 20 წლის ჰავბექმა, რომლის გონებაშიც მიზანი, რომელსაც ნაკრებში თამაში ჰქვია, ტრიალებდა.
ოქტომბერში შოტლანდიასთან მატჩისთვის ალანიას გამოძახებული იყო "ბორჯღალოსნების" რიგებში, თუმცა საბოლოო ჯამში ის "ორიაკში" დარჩა, ხოლო გიორგი ჯავახია და ბექა საღინაძე საქართველოს ნაკრებს შეუერთდნენ და შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშეს.
საქართველოს ნაკრებში ცხრა ნომრის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა. ვასილ ლობჟანიძე და გელა აფრასიძე ტოპ 14-ში ასპარეზობენ. ისინი ძალიან კარგი მოთამაშეები არიან და ალანია თვლის, რომ არსებული კონკურენციის დასაძლევად საჭიროა, რომ გუნდთან ერთად ითამაშოს და საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინოს.
ეს დროთა განმავლობაში უნდა გაკეთდეს, იქამდე კი ალანია "პროვანს რაგბისთან" მატჩში ძირითადშია და მას შეუძლია ახლავე დაამტკიცოს, რომ ისეთივე სასარგებლოა ძირითადი შემადგენლობიდან, როგორც შეცვლიდანაა. რა თქმა უნდა ასეთი პასუხისმგებლობა სანერვიულოა, რადგან ალანია ძალიან ახალგაზრდაა.
შენიშვნა - ფრანგულ პრესაში ეს სტატია დილით გამოქვეყნა, სანამ "პროვანს რაგბისთან" მატჩი დაიწყებოდა, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყო.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.