კორონავირუსის გამო, საქართველოს ჩემპიონატის კიდევ ერთი მატჩი გადაიდო

კორონავირუსის გამო, საქართველოს ჩემპიონატის კიდევ ერთი მატჩი გადაიდო

© "ვეფხვების" ფეისბუქ გვერდი

დიდი 10-ის მეოთხე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გადაიდო. 

ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ "ბ" ჯგუფის სამივე მატჩი არმაზი-ყოჩები, ბათუმი-ჯიქი და არესი-აია გადაიდო, ხოლო დღეს გაირკვა, რომ "ა" ჯგუფის მატჩი, რომელშიც პატარძეულის "ვეფხვებს" რუსთავის "ხარების" წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, ხვალ აღარ ჩატარდება. "ვეფხვების" ფეისბუქ გვერდის ცნობით, პატარძეულელთა ერთ-ერთ მორაგბეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც შეხვედრა გადაიდო. გუნდი დადგენილი ვადებით თვითიზოლაციაში გადავა. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება ეს მატჩები. კვირას ერთი შეხვედრაა დაგეგმილი: "ლოკომოტივი" ავჭალაში "იუნკერებს" დაუხვდება. მატჩი 17 საათზე დაიწყება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)