2 წითელი ბარათი და ბოლო წამებამდე ბრძოლა - ავსტრალიამ ახალზელანდიას რევანში აუღო (+VIDEO)

2 წითელი ბარათი და ბოლო წამებამდე ბრძოლა - ავსტრალიამ ახალზელანდიას რევანში აუღო (+VIDEO)

რაგბი ჩემპიონშიპის მეორე მატჩში ავსტრალიის ნაკრები ბრიზბენში ახალ ზელანდიას დაუხვდა და ბოლო ორ მატჩში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო.

შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოდგა, გუნდებმა უშეღავათო ბრძოლა შემოგვთავაზეს და ინტრიგა ბოლო წამებამდე შენარჩუნდა. პირველი ტაიმი ამ გუნდებისთვის არადამახასიათებლად უხეში გამოდგა და შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ნიკ ბერიმ გუნდებს თითო წითელი ბარათი უჩვენა: 23-ე წუთზე "ოლ ბლექსს" მარჯვენა ბურჯი ოფა ტუ'უნგაფასი ტომ ვრაითისთვის სახეში იდაყვის ჩარტყმის გამო გაუძევა, ხოლო 35-ე წუთზე "ვოლაბების" მეორეხაზელი ლაქი სვინტონი სემ ვაითლოქზე ანალოგიური უხეშობისთვის მიაბრძანა მოედნიდან. გარდა ამისა, პირველი ტაიმის გაწითლებულ დროში ავსტრალიელებს მარიკა კოროიბეტე გაუსინბინეს და მეორე ნახევრის საწყისი 10 წუთი 13 კაცით იყვნენ მინდორზე.

რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას: მატჩის საწყის ათ წუთში გუნდებმა თითო ლელო დადეს, მესამე წუთზე ანგარიში ტომ ვრაითმა გახსნა, ხოლო მეცხრე წუთზე წონასწორობა რიკო იოანიმ აღადგინა. გარდასახვები ზუსტი არ იყო, სამაგიეროდ რის ჰოჯმა და ჯორდი ბარეტმა თითო ჯარიმა შეასრულეს ზუსტად და ტაიმი 8:8 დასრულდა.

მეორე ნახევრის საწყის 20 წუთში "ვოლაბებიდან" ჰოჯმა ორი ჯარიმა გაიტანა, რასაც "ოლ ბლექსმა" 52-ე წუთზე კოდი ტეილორის ლელოთი უპასუხა, რომელიც ჯორდი ბარეტმა გარდასახა და ერთი საათის თავზე სტუმრები ერთი ქულით იყვნენ წინ. უნდა აღინიშნოს შეცვლაზე შემოსული მარჯვენა ბურჯის ტანიელა ტუპოს ბრწყინვალე თამაში, რომელმაც თავის გუნდს შერკინებაში უპირატესობა მოუპოვა, 75-ე წუთზე კი ლელოს დადება მოახერხა, რამაც თითქოს შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. ჰოჯმა გარდასახვა გაიტანა, იქამდე ხუთი წუთით ადრე კი ჰოჯმა ჯარიმაც შეასრულა ზუსტად და მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე "ვოლაბები" 9 ქულით იყვნენ. 

მიუხედავად ამისა, "ოლ ბლექსმა" ბოლო იბრძოლა და მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ტუპო ვაა'იმ მეტოქე დაალელოვა, ბარეტმა გარდასახვა გაიტანა და სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. თამაშის განახლდება მოესწრო, მაგრამ ახალზელანდიელებმა ბურთი დაკარგეს, ავსტრალიელებმა კი თავიანთი შერკინება მოიგეს და ნოა ლოლასიოს გაუტანეს ბურთი, რომელმაც ბურთი აუტში გადაიტანა და მატჩი დასრულდა - 24:22.

ავსტრალია და ახალი ზელანდია 2020 წელს ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ. პირველი მატჩი ფრედ 16:16 დასრულდა, ხოლო შემდეგ ორ მატჩში "ოლ ბლექსმა" ჯერ 27:7, შემდგომ კი 43:5 იმარჯვა. შესაბამისად, წელს "ვოლაბებმა" პირველი გამარჯვება იზეიმეს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"