სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დღეს ფრანგული ტოპ 14-ის მერვე ტურის გახსნით შეხვედრაში "ტულონმა" საკუთარ მოედანზე "ბრივს" უმასპინძლა და 35:19 დაამარცხა.
როგორც აქამდე ვწერდით ტრავმა ბოლომდე არ მოურჩენია საქართველოს ნაკრების ბურჯ ბექა გიგაშვილს და შესაბამისად ის ტულონელთა განაცხადში არ იყო, სამაგიეროდ სტუმართაგან შეხვედრაში ხუთმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა.
ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ბურჯი სოსო ბეკოშვილი, მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე და მგეზავი თედო აბჟანდაძე. მარქაფადან კი მეორე ტაიმში მოედანზე ბადრი ალხაზაშვილი და ვასილ ლობჟანიძე გამოჩნდნენ.
ქართველთა სასიხარულოდ მატჩის 53-ე წუთზე ლელოთი გამოიჩინა თავი ოთარ გიორგაძემ, რომელმაც მეტოქის 22-თან გაარღვია დაცვის ხაზი და ლელოს დასადებად ბოლომდე ირბინა. გარდა ამისა, ნაყოფიერი შეხვედრა ჩაატარა თედო აბჟანდაძემ, რომელმაც 62 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 11 ქულის გატანა მოახერხა. თედომ სამიდან სამი ჯარიმა და გარდასახვა შეასრულა ზუსტად. შესაბამისად, ბრიველთა 19 ქულიდან 16 ქართველთა ანგარიშზეა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.