სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

შაბათს ტოპ 14-ის მერვე ტურის სამი შეხვედრა გაიმართება, ხოლო "მონპელიე" - "სტად ფრანსეს" დაპირისპირება ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო გადაიდო.
"ბორდო" "სტად შაბან-დელმაზე" "ბაიონს" დაუხვდება. ჟირონდელთა მარქაფაშია ლექსო ყაულაშვილი, რომელიც თამაშში მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე გამოჩნდება. ბასკური კლუბის ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშებს მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე, რომელმაც "აჟენთან" მატჩში შეცვლაზე დასკვნითი 22 წუთი ითამაშა.
"რასინგ 92" საკუთარ კედლებში "პოს" მიიღებს. პარიზელთა თადარიგშია "ბორჯღალოსანი" მარცხენა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი, რომელიც მიმდინარე ტოპ 14-ში მეოთხე შეხვედრას ჩაატარებს. მიმდინარე სეზონში სტუმართა განაცხადში პირველად გამოჩნდა მარცხენა ბურჯი ომარ ოდიშვილი, რომელსაც ტოპ 14-ში დებიუტი ექნება. 23 წლის ბურჯს აქამდე "პოს" ძირითად გუნდში მხოლოდ ჩელენჯ ქაფზე აქვს ნათამაშები.
ორივე მატჩი თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება, ხოლო იქამდე 18:15 საათზე "ტულუზი" - "კასტრის" მატჩი შედგება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.