პროვანსთან მატჩში ორიაკის ძირითად შემადგენლობაში ოთხი ქართველია, ერთი - თადარიგში

პროვანსთან მატჩში ორიაკის ძირითად შემადგენლობაში ოთხი ქართველია, ერთი - თადარიგში

7 ნოემბერს პრო დ2-ის მეცხრე ტურის ორი შეხვედრა გაიმართება.

"პროვანს რაგბი" საკუთარ მოედანზე "ორიაკს" დაუხვდება. სტუმართა რიგებში ხუთ ქართველ მორაგბეს ვიხილავთ. ძირითად შემადგენლობაში იქნებიან: მარჯვენა ბურჯი გიორგი ქართველიშვილი, მეორეხაზელი გიორგი ჯავახია, მესამეხაზელი ბექა საღინაძე და ჰავბექი მიხეილ ალანია. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი სამი მორაგბე საქართველოს ნაკრებში არიან გამოძახებულნი და "ბორჯღალოსნებს" ამ მატჩის შემდგომ შეუერთდებიან. თადარიგშია კიდევ ერთი მარჯვენა ბურჯი ჯემალ შათირიშვილი.

"ორიაკს" შვიდი შეხვედრა აქვს ჩატარებული და 13 ქულით მეათე ადგილზე იმყოფება.


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)