სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Icon Sport
საფრანგეთის ნაკრების ცხრა ნომერი ანტუან დუპონი 2020 წლის 6 ერის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.
ზემოხსენებული წოდებისთვის ექვსი მორაგბე იბრძოდა: მესამეხაზელი გრეგორი ალდრიტი, ჰავბექი ანტუან დუპონი და მგეზავი რომან ნტამაკი (სამივე საფრანგეთი), მეორეხაზელი მარო იტოჯე და ჰავბექი ბენ იანგსი (ორივე ინგლისი) და მესამეხაზელი სიჯეი სტენდერი (ირლანდია). გულშემატკივრებმა კი, ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ "ტულუზის" 23 წლის ჰავბექი აირჩიეს.
დუპონმა წლევანდელ 6 ერში ხუთი შეხვედრა (382 წუთი) ჩაატარა, ერთი ლელო დადო და ოთხი სალელოვე გადაცემა მიითვალა.
6 ერი ტურნირის წლის საუკეთესო მორაგბეს 2004 წლიდან ავლენს და აღსანიშნავია, რომ ეს წოდება ფრანგმა მოთამაშემ პირველად მოიპოვა. 6 ერის წლის საუკეთესო მორაგბედ შვიდჯერ ირლანდიელი მორაგბე დასახელდა, ხუთჯერ უელსელ მოთამაშეებს ერგოთ ეს პატივი, ორჯერ შოტლანდიელებს და თითოჯერ ინგლისელებს და იტალიელებს. 6 ერის წლის საუკეთესო მორაგბის ტიტული ყველაზე მეტჯერ ლეგენდარულ ირლანდიელ ბრაიან ო'დრისკოლის აქვს მოპოვებული, რომელიც საუკეთესო 2006, 2007 და 2009 წლებში გახდა, ხოლო შოტლანდიის ნაკრების ფულბექს სტიუარტ ჰოგს იმავე ჯილდო ორჯერ, 2016 და 2017 წლებში ერგო.
იხილეთ დუპონის გამორჩეული მომენტები წლევანდელი ტურნირიდან.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.