დიდი 10: ლელო სარასენსმა აკადემიას პირველი მარცხი აგემა (+VIDEO)

დიდი 10: ლელო სარასენსმა აკადემიას პირველი მარცხი აგემა (+VIDEO)

© გოგიტა ბუხაიძე

დღეს დიდი 10-ის "ა" ჯგუფში მეოთხე ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა.

"ლელო სარასენსი" "ლელო არენაზე" ჯგუფის ლიდერს "აკადემიას" დაუხვდა და მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი აგემა. მასპინძლებმა მეტოქეს სამი გარდასახული უპასუხო ლელო დაუდეს და ბონუსის აღებაც მოახერხეს. დუბლი გაიფორმა ნიკა ბაგაშვილმა, ხოლო ერთი ლელო თენგიზ ზამთარაძემ დადო. გარდა ამისა, საბა ნიკოლაშვილმა ორი ჯარიმა შეასრულა ზუსტად. სტუმართაგან ორი ჯარიმა დავით მოძღვრიშვილმა გაიტანა. მატჩის საუკეთესო მორაგბედ "ლელო სარასენსის" ფულბექი დიტო კალანდაძე დასახელდა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)