სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ბორჯღალოსნებისა და ‘ბორდოს’ შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე მიიჩნევს, რომ შოტლანდიასთან 23 ოქტომბერს გამართული მატჩი კარგი გაკვეთილი იყო „შემოდგომის ერთა თასის“ წინ.
„შოტლანდიის მატჩმა დაგვანახა რა გველოდება „შემოდგომის ერთა თასზე“ და რისთვის უნდა მოვემზადოთ. ეს განსაკუთრებით კონტაქტის არეალს ეხება. ასევე გამოჩნდა ისეთი ფაქტორები, რომლებზეც ვერ ვიმუშავეთ და სასწრაფოდ გამოსასწორებელი გვაქვს – შეტევითი და დაცვითი მოლი. ამ თამაშმა დაგვანახა, რომ იმ სფეროში, რაშიც ადრე ძალიან მაგრები ვიყავით, ბევრი სამუშაო გვაქვს, რადგან უთამაშებლობა და უვარჯიშებლობა თავისას შვება“ – თქვა გორგაძემ და დაამატა:
„რა თქმა უნდა ანგარიშით და თამაშის ხარისხით კმაყოფილები არ ვართ, მაგრამ ეს იყო უმნიშვნელოვანესი შეხვედრა შემდგომი პროგრესისთვის“.
24 წლის მორაგბის აზრით, ხანგრძლივი უთამაშებლობა როგორც ინდივიდუალურად მოთამაშეებზე, ასევე გუნდზე აისახა:
„თბილისში მყოფ მორაგბეებთან შედარებით, კლუბში რამდენიმე თამაშის ჩატარების საშუალება მომეცა, მაგრამ ეს საკმარისი არაა. შოტლანდიასთან მცირე ტრავმით ვითამაშე, კუნთი მქონდა გახეული და ამან სრულად დახარჯვის საშუალება არ მომცა. ტრავმის შესახებ მხოლოდ კლუბში დაბრუნების შემდეგ გავიგე, ვიმკურნალე, უკვე სრული დატვირთვით ვვარჯიშობ და „შემოდგომის ერთა თასისთვის“ სრულ მზადყოფნაში ვიქნები“.
„სამწუხაროდ, როგორც მე, ასევე ზოგადად გუნდს, უთამაშებლობა დაეტყო. გუნდში რამენიმე ისეთი მორაგბე იყო, რომელთაც შარშანდელი მსოფლიო თასის შემდეგ არ უთამაშია, მაგალითად მერაბ შარიქაძეს, უმრავლესობამ კი, შოტლანდიამდე ბოლოს მარტის დასაწყისში, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. ასეთი ხანგრძლივი უმოქმედობის შემდეგ, ძალიან რთულია შოტლანდიის დონის მოწინააღმდეგესთან ტოლსწორად თამაში“.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.