სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ენდი ფარელმა შემოდგომის ერთა თასზე სათამაშოდ 34 კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
გამოძახებულთა შორის არიან "ალსტერის" მგეზავი ბილი ბერნსი და ახალზელანდიელი ჯეიმს ლოუ, რომელმაც ირლანდიის ნაკრებში სათამაშოდ ყველა რეგულაცია წარმატებით გაიარა. ტრავმა მოირჩინა და ირლანდიელებს დაეხმარება აგრეთვე ვეტერანი გარემარბი ქით ერლსი.
უნდა აღინიშნოს, რომ "სამყურებს" ტრავმების გამო ჯეკ ქართი, ჯეკ ქონანი და გარი რინგროუზი გამოაკლდათ. "ალსტერის" 9 ნომერი ჯეკ ქუნისთვის კი გუნდში ადგილი ამჯერადაც ვერ გამოინახა.
ირლანდია შემოდგომის ერთა თასის პირველ შეხვედრაში 13 ნოემბერს უელსთან ითამაშებს, 21 ნოემბერს სტუმრად ინგლისს გაეჯიბრება და ჯგუფის ბოლო ტურის მატჩში 29 ნოემბერს საქართველოს დაუპირისპირდება.
ირლანდიის ნაკრების შემადგენლობა
უკანა ხაზი: ბანდი აკი, ბილი ბერნსი, როს ბირნი, ენდრიუ ქონვეი, შეინ დეილი, ქით ერლსი, კრის ფარელი, ჯემისონ გიბსონ-პარკი, რობი ჰენშოუ, უგო კინანი, ჯეიმს ლოუ, კირან მარმიონი, სტუარტ მაკლოსკი, ქონორ მარი, ჯონათან სექსტონი(c), ჯეიკობ სტოკდეილი
შერკინება: ფინლეი ბელჰემი, ტად ბირნი, ედ ბირნი, ვილ კონორსი, ულთენ დილეინი, ქეილინ დორისი, ქიან ჰილი, დეივ ჰეფერნანი, იან ჰენდერსონი, რობ ჰერინგი, რონან კელეჰერი, პეტერ ო'მაჰოუნი, ენდრიუ პორტერი, ქუინ რუ, ჯონ რაიანი, ჯეიმს რაიანი, სიჯეი სტანდერი, ჯოშ ვან დერ ფლიერი
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.