8 ერი: შოტლანდიის ნაკრების განაცხადში ცვლილებები განხორციელდა

8 ერი: შოტლანდიის ნაკრების განაცხადში ცვლილებები განხორციელდა

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა შემოდგომის ერთა თასის გაფართოებულ შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა.

"ნარშავებს" შეუერთდნენ "ექსეტერ ჩიფსის" ჰავბექი სემ იდალგო-კლაინი და "ვუსტერ უორიორსის" მგეზავი დანკან ვეირი, რომელიც ფინ რასელის და ადამ ჰესტინგსის ტრავმების შემდეგ, 8 ერისთვის შოტლანდიელთა მთავარ ათ ნომრად მოიაზრება. შოტლანდიელებს ასევე დაუბრუნდათ წამყვანი ფრთა შონ მეიტლენდი. გარდა ამისა, თაუნსენდსის გადაწყვეტილებით "გლაზგო უორიორსში" დაბრუნდებდიან მეორეხაზელი რიჩი გრეი, მესამეხაზელი რობ ჰარლი და ფრთა რატუ ტაგივი. 

შოტლანდიის ნაკრები შემოდგომის ერთა თასზე "ბ" ჯგუფში იმყოფება. "ნარშავები" 14 ნოემბერს გასვლაზე იტალიას ეთამაშებიან, 22-ში "მარიფილდზე" საფრანგეთს უმასპინძლებენ, ხოლო 28-ში ფიჯის დაუხვდებიან. 

შოტლანდიელთა განაცხადი ასე გამოიყურება:

შერკინება (20)


საიმონ ბერგანი, ჯეიმი ბათი, ბლეირ კოუანი, ფრეიზერ ბრაუნი, სკოტ ქამინგსი, ქორნელ დუ პრე, მეთ ფეგერსონი, ზანდერ ფეგერსონი, ჯონი გრეი, ნიკ ქეინინგი, ოლი ქებლი, უილემ ნელი, სტიუარტ მაკინალი, ჯეიმი, რიტჩი, სემ სქინერი, რორი საზერლენდი, ჯორჯ თარნერი, ბლეიდ ტომსონი, ბენ ტულისი, ჰემიშ უოტსონი;

უკანა ხაზი (15)

დარსი გრემი, ნიკ გრიგი, კრის ჰარისი, სემ იდალგო-კლაინი, სტიუარტ ჰოგი, ჯორჯ ჰორნი, სემ ჯონსონი, ჰიუ ჯონსი, ბლერ კინგჰორნი, ჯეიმს ლანგი, შონ მეიტლენდი, ალი პრაისი, სკოტ სტელი, დუჰან ვან დერ მერვე, დანკან ვეირი.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)