ოფიციალურად: პრო დ2-ის მეცხრე ტურის სამი მატჩი გადაიდო

ოფიციალურად: პრო დ2-ის მეცხრე ტურის სამი მატჩი გადაიდო

საფრანგეთის ნაციონალური რაგბის ლიგის (LNR) გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, პრო დ2-ის მეცხრე ტურის სამი შეხვედრა გადაიდო: "პერპინიანი" - "ბეზიე", "მონ-დე-მარსანი" - "ვალანს რომანი" და "ანგულემი" - "გრენობლი".  

არსებული ინფორმაციის თანახმად, ამ მატჩებში მონაწილე გუნდების რიგებში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა და LNR-ს მიერ დაწესებული კოვიდ პროტოკოლის მიხედვით, მატჩები გადაიდო. 

"ანგულემი" - "გრენობლის" მატჩი პარასკევს 13 ნოემბერს გაიმართება, "პერპინიანი" - "ბეზიეს" შეხვედრა შაბათს 14 ნოემბერს შედგება, ხოლო "მონ-დე-მარსანი" - "ვალანს რომანის" რკენის თარიღი მოგვიანებით დადგინდება. 

შეგახსენებთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების და საფრანგეთში საყოველთაო კარანტინის ხელმეორედ ამოქმედების გამო, სამოყვარულო რაგბის ყველა ტურნირი შეჩერდა. შეზღუდვა მხოლოდ პროფესიულ სპორტს, რაგბის შემთხვევაში ტოპ 14-ს და პრო დ2-ს არ ეხება, თუმცა კონკრეტული მატჩების გადადება, კლუბებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მაინც ხდება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)