ჭელიძე ტულონის 26-კაციან ჯგუფშია და ბრივთან მატჩისთვის ემზადება, გიგაშვილი - ტრავმირებულია

ჭელიძე ტულონის 26-კაციან ჯგუფშია და ბრივთან მატჩისთვის ემზადება, გიგაშვილი - ტრავმირებულია

პარასკევს ტოპ 14-ის მერვე ტურის გახსნითი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც "ტულონი" "სტად მაიოლზე" "ბრივს" დაუხვდება.

გუშინ გაუწყეთ, რომ ბექა გიგაშვილის თამაში საეჭვო გახლდათ, რაზეც ტულონელთა მთავარმა მწვრთნელმა პატრის კოლაზომ ისაუბრა. როგორც გაირკვა, ბექამ მტკივანი ტერფი ბოლომდე კვლავ ვერ მოირჩინა და "ბრივთან" მატჩში ვერ ითამაშებს. ის 26-კაციან ჯგუფში, რომელიც მოახლოებული შეხვედრისთვის ემზადება, არ ფიგურირებს. 

სამაგიეროდ, ზემოხსენებულ ჯგუფში ტულონელთა მეორე ქართველი ბურჯი 20 წლის ლუკა ჭელიძე იმყოფება, რომელმაც 23 ოქტომბერს "კასტრთან" მოგებული მატჩის ბოლო წუთები ითამაშა. "ტულონის" მოსამზადებელი ჯგუფიდან სამი მორაგბე ამოვარდება და "ბრივთან" სამატჩო განაცხადში 23 მორაგბე იქნება წარდგენილი. 

გუნდების შემადგენლობები დღეს საღამოს გახდება ცნობილი, ხოლო მატჩი პარასკევს თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)