შოტლანდიას უელსთან მოგებული მატჩი ძვირად დაუჯდა და 8 ერს დიდი დანაკლისით ხვდება

შოტლანდიას უელსთან მოგებული მატჩი ძვირად დაუჯდა და 8 ერს დიდი დანაკლისით ხვდება

შოტლანდიის ნაკრებს 6 ერის ბოლო ტურში უელსთან გასვლაზე მოგებული (14:10) მატჩი ძვირად დაუჯდა. 

"დრაკონებთან" მატჩის დასაწყისში დაშავდა შოტლანდიელთა ძირითადი მგეზავი ფინ რასელი, რომლის ნაცვლად მინდორზე ადამ ჰესტინგსი გამოჩნდა, მაგრამ ისიც დაშავდა და თამაშის დასრულება ვერც მან მოახერხა. როგორც გაირკვა, ორივე ათი ნომრის ტრავმა სერიოზულია და ისინი შემოდგომის ერთა თასზე (8 ერზე) ვერ ითამაშებენ.

განსაკუთრებით მძიმე ჰესტინგსის ტრავმაა, რომელმაც მხარი დაიზიანა და სავარაუდოდ, 2021 წლის 6 ერის გათამაშებასაც გამოტოვებს, რომელიც თებერვალ-მარტში გაიმართება. რაც შეეხება რასელს, მან საზარდულის ტრავმა მიიღო.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ფინი 6 ერის ტურნირისთვის დაგვიბრუნდება. რაც შეეხება ადამს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან 6 ერში თამაში მოახერხოს. საუკეთესო შემთხვევაში, ჰესტინგსი 6 ერის ბოლოსთვის დაგვიბრუნდება, ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებულია, თუ როგორ წარიმართება მისი სარეაბილიტაციო პროცესი", - განუცხადა BBC-ის შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა. 

სავარაუდოდ, შემოდგომის ერთა თასზე შოტლანდიელთა ძირითადი მგეზავი 29 წლის დანკან ვეირი (28 კეპი, 2 ლელო) იქნება, რომელიც ინგლისურ "ვუსტერ უორიორსში" ასპარეზობს. გარდა ამისა, ათი ნომრის პოზიციაზე კარიერის საწყის მონაკვეთში თამაშობდა ხოლმე სტიუარტ ჰოგი, რომელმაც უელსთან მატჩის ბოლო წუთებში მგეზავად იასპარეზა.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ნაკრები 8 ერში "ბ" ჯგუფში საფრანგეთის, იტალიის და ფიჯის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)