ტულონის მწვრთნელმა ბექა გიგაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა

ტულონის მწვრთნელმა ბექა გიგაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა

პარასკევს ტოპ 14-ის მერვე ტურის გახსნითი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც "ტულონი" "სტად მაიოლზე" "ბრივს" დაუხვდება.

გუშინ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა ტულონელთა მთავარმა მწვრთნელმა პატრის კოლაზომ, რომელმაც ბექა გიგაშვილიც ახსენა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. როგორც იცით, გიგაშვილი 4 ოქტომბერს ტოპ 14-ის მესამე ტურში "ტულუზთან" წაგებულ მატჩში დაშავდა. ამის შემდგომ, მან მტკივანი ფეხით ჩელენჯ თასის ფინალში თამაში მოახერხა, თუმცა დაზიანება გაუმიზეზდა, რის გამოც 23 ოქტომბერს შოტლანდიასთან მატჩი გამოტოვა.

კოლაზოს თქმით, 28 წლის პირველხაზელის პარასკევს თამაში საეჭვოა. 

"ბექამ საქართველოს ნაკრების პირველი თამაში გამოტოვა. ის "ტულონს" მიმდინარე კვირის დასაწყისში უნდა დაბრუნებოდა. მასთან ერთად ვნახავთ, როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეძლებს თუ არა "ბრივთან" თამაშს. მას შემდგომ, რაც ბექამ ჩელენჯ თასის ფინალში ტრავმა მიიღო, ჩვენ ვუყურებთ მის მდგომარეობას დღიდან დღემდე", - განაცხადა კოლაზომ.

გიგაშვილმა მიმდინარე ტოპ 14-ში სამი შეხვედრის (137 წუთი) ჩატარება მოასწრო. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)