სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

სამხრეთ აფრიკის ნაკრები 4 ერის გათამაშებაში მინიმუმ 2030 წლამდე იასპარეზებს.
რამდენიმე მიზეზის გამო გასულ თვეში სამხრეთ აფრიკა ავსტრალიაში გასამართი წლევანდელი 4 ერის გათამაშებიდან მოეხსნა, შედეგად წლევანდელ გათამაშებას 3 ერის გათამაშება ეწოდა. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ სუპერ რაგბის სამხრეთაფრიკული ფრენჩაიზები ბული, შარქსი, სტორმერზი და ლაიონზი გაფართოებულ პრო 16-ში იასპარეზებდნენ.
აქედან გამომდინარე ბევრი სპეკულაცია არსებობდა იმის შესახებ, რომ "სპრინგბოკსი" 4 ერს დატოვებდა და 6 ერში გადაინაცვლებდა. არსებული ეჭვები დღეს "სანზაარის" განცხადებამ სრულად გაფანტა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაციის ოთხივე წევრმა(ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა) თანამშრომლობის კიდევ 10 წლით გახანგრძლივებაზე მიაღწია შეთანხმებას და ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტურნირი 2030 წლამდე აქამდე არსებული ფორმატით გააგრძელებს არსებობას.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.