დავით ნინიაშვილი: "ნაკრებში რომ დამიძახეს ვერ ვიჯერებდი"

დავით ნინიაშვილი: "ნაკრებში რომ დამიძახეს ვერ ვიჯერებდი"

შემოდგომის ერთა თასისთვის გამოძახებულ მორაგბეებს შორის, სამი ახალგაზრდა დებიუტანტია, მათ შორის არის  "ხვამლის" 18 წლის ფულბეკი დავით ნინიაშვილი, რომელის მცირე ინტერვიუც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა საქართველოს რაგბის კავშირის საიტზე. 

ნინიაშვილი ნაკრებში პირველად 17 წლის ასაკში, მაისში გამოიძახეს. აქამდე მას 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე და 20-წლამდელების შემადგენლობაში ამხანაგურ მატჩში უთამაშია:

„მაისში ნაკრებში რომ დამიძახეს ვერ ვიჯერებდი, სანამ სია ჩემი თვალით არ ვნახე. გუნდში ყველა კარგად დამხვდა და ეს განწყობის შექმნაში დამეხმარა. ნაკრებთან ვარჯიშში დავხვეწე ფეხით თამაში და ხელის ტექნიკა, გავიუმჯობესე ფიზიკური კონდიციები და თუ მომეცემა თამაშის საშუალება, ვეცდები შესაძლებლობები მოედანზე დავამტკიცო“.

„ნაკრებთან ერთად ასეთი დონის ტურნირისთვის მომზადება დიდი პასუხისმგებლობაა და შევეცდები ჩემი გასაკეთებელი გავაკეთო. სრულად ვარ ჩართული მოსამზადებელ პროცესში და ველოდები პირველ თამაშს“.

rugby.ge

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)