სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Icon Sport
ტოპ 14-ის მერვე ტურში "ბორდო" "სტად შაბან-დელმაზე" "ბაიონს" დაუხვდება. მატჩი შაბათს 7 ნოემბერს თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება.
ფრანგული გამოცემა sudouest.fr წერს, რომ "ბორდოს" სამშაბათის ვარჯიში ტრავმის გამო რამდენიმე მორაგბემ გამოტოვა და ერთ-ერთი მათგანი "ბორჯღალოსანი" მარჯვენა ბურჯი ლაშა ტაბიძე გახლდათ. როგორც ზემოხსენებული გამოცემა წერს, ლაშამ გასულ კვირას მცირე ტრავმა მიიღო (მუხლის მცირედი დაჭიმულობა) და ამის გამო გუშინაც არ უვარჯიშია, თუმცა სავარაუდოდ, ის ვარჯიშის განახლებას ხუთშაბათს შეძლებს და "ბაიონთან" მატჩისთვის მზადყოფნაში იქნება. 23 წლის ტაბიძემ მიმდინარე ტოპ 14-ში სამი შეხვედრის ჩატარება მოასწრო და თამაშში სამივეჯერ შეცვლაზე ჩაერთო.
აქვე გეტყვით, რომ ჟირონდელებს ტრავმირებული ჰყავთ კიდევ ერთი მარჯვენა ბურჯი, მოლდოველი ვადიმ კობილაში, რომელიც "ბაიონთან" მატჩს გამოტოვებს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.