ბექა გორგაძე და ლექსო ყაულაშვილი საქართველოს ნაკრებს ბაიონთან მატჩის შემდეგ შეუერთდებიან

ბექა გორგაძე და ლექსო ყაულაშვილი საქართველოს ნაკრებს ბაიონთან მატჩის შემდეგ შეუერთდებიან

ტოპ 14-ის მერვე ტურში "ბორდო" "სტად შაბან-დელმაზე" "ბაიონს" დაუხვდება. მატჩი შაბათს 7 ნოემბერს თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება. 

ოთხმატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ (იგულისხმება ყველა ტურნირზე), "ბორდომ" გასულ ტურში "აჟენი" 71:5 გაანადგურა. კლუბის მთავარ მწვრთნელი კრისტოფ ურიოსი, რომელმაც სამშაბათს პრესკონფერენცია გამართა, იმედოვნებს, რომ ეს მოგება მის გუნდს წაადგება და ისინი წარმატებული რბოლის გაგრძელებას შეეცდებიან. 

ურიოსმა "ბაიონთან" მატჩის წინ გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მომდევნო ტურის მატჩს გამოტოვებენ სირილ კაზო და კამერონ ვოკი, რომლებმაც სამშაბათს გუნდთან ერთად ივარჯიშეს, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებში არიან გამოძახებულნი და ხუთშაბათს "ლე ბლეს" მარკუსში შეუერთდებიან, სადაც შემოდგომის ერთა თასის პირველი მატჩისთვის მზადებას შეუედგებიან. როგორც იცით, 15 ნოემბერს საფრანგეთი ვანში ფიჯის უმასპინძლებს. 

54 წლის სპეციალისტმა ახსენა ბექა გორგაძე და ლექსო ყაულაშვილი, რომლებიც ზემოხსენებული მორაგბეების მსგავსად, ნაკრებში არიან გამოძახებულნი. ურიოსის თქმით, გორგაძე და ყაულაშვილი "ბაიონთან" მატჩისთვის ხელმისაწვდომნი იქნებიან და საქართველოს ნაკრების ამ თამაშის შემდეგ შეუერთდებიან. როგორც იცით, "ბორჯღალოსნები" ამჟამად თბილისში იმყოფებიან და შევარდენის ბაზაზე იზოლირებულად გადიან მზადებას, 8 ნოემბერს კი გეზს ინგლისისკენ აიღებენ და 14 ნოემბერს ინგლისთან გასამართი მატჩისთვის მზადებას "ნისლიან ალბიონზე" განაგრძობენ. "ბორდოს" ქართველი მორაგბეები კვირას თავისუფალნი იქნებიან და შეეძლებათ, რომ ინგლისურ შეკრებას თავიდანვე შეუერთდნენ.  

ყაულაშვილმა მიმდინარე ტოპ 14-ში სამი შეხვედრა (107 წუთი) ჩაატარა, ხოლო გორგაძემ - ორი (101 წუთი).  

გარდა ამისა, ტრავმირებულნი არიან ვადიმ კობილაში, ჟან-ბატისტ დუბიე, მარკო ტოლენი და ლორენ დელბულბე.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)