2020 წელს რუსეთის ჩემპიონატში 75 ლეგიონერმა ითამაშა, ქართველები სიმრავლით მეორენი არიან

2020 წელს რუსეთის ჩემპიონატში 75 ლეგიონერმა ითამაშა, ქართველები სიმრავლით მეორენი არიან

რუსულენოვანმა სარაგბო პორტალმა Rugger.info-მ საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელიც 2020 წლის რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს ეხება.

წლევანდელ ჩემპიონატში ლეგიონერების რიცხვი 75-მდე გაიზარდა. თუ ადრე ყველაზე მეტი ლეგიონერი ქართველი იყო, ახლა ამ მხრივ ლიდერი სამხრეთაფრიკელები არიან, რომელთა რაოდენობა წლევანდელ სეზონში 34 გახლდათ. ყველაზე მეტი რვა-რვა სამხრეთაფრიკელი მორაგბე "სლავაში" და "სტრელაში" ასპარეზობდნენ. ქართველთა სიმრავლით გამოირჩეოდნენ ასევე ნოვოკუზნეცკის "მეტალურგის" და პენზას "ლოკომოტივი", რომელმაც რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა და ამ კლუბში ხუთი ქართველი ასპარეზობდა: გიორგი ჭყოიძე, ტარიელ დონაძე, ილია სპანდერაშვილი, ნიკოლოზ ცირეკიძე და რევაზ ბროძელი, ხოლო "მეტალურგში" სხვა ქართველებთან ერთად ნიკა სუხაშვილი ირჯებოდა, რომელიც წლევანდელი რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. 

სიმრავლით მეორე ადგილზე ქართველი მორაგბეები არიან, რომელთაც რაოდენობა 25 იყო. ყველაზე მეტი შვიდი მორაგბე ტაგანროგის "ბულავაში" თამაშობდა.

ამის შემდეგ მოდიან, ყაზახეთი და უკრაინა, რომელთაც სამ-სამი წარმომადგენელი ჰყავთ წლევანდელ სეზონში, ორ-ორი მოთამაშე ირჯებოდა ლატვიიდან, მოლდოვადან და ტონგადან, ხოლო თითო მორაგბე რუსეთში სათამაშოდ ახალი ზელანდიიდან, უელსიდან, ნამიბიიდან და ფიჯიდან ჩავიდა. 

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი რუსეთის ჩემპიონატის ძირითადი ნაწილი 2020 წელს ჩატარდა, ხოლო ნახევარფინალები და ფინალი 2021 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)