სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, ჩემპიონშიპის (ინგლისის ჩემპიონატის მეორე დივიზიონი) 2020/2021 წლების სეზონი საერთოდ არ გაიმართოს.
გასულ კვირას ინგლისში ხელახალი მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა, რამაც სტადიონზე გულშემატკივრების დაშვების შესაძლებლობა მინიმუმ რამდენიმე თვით გამორიცხა. ასეთ პირობებში, ჩემპიონშიპის კლუბები, რომლებსაც შემოსავლები ისედაც ძალიან შეუმცირდათ, გაყიდული ბილეთების შესაძლებლობას და შემოსავლების ერთ-ერთ ძირითად წყაროს კარგავენ, რაც მათი უმრავლესობის მდგომარეობას ძალიან ართულებს.
აქედან გამომდინარე, ჩემპიონშიპის 12 კლუბიდან მინიმუმ ნახევარს ან კიდევ უფრო მეტს ურჩევნია, რომ 2020/2021 წლების სეზონი, რომლის დაწყებაც იანვარშია დაგეგმილი, საერთოდ არ ჩატარდეს და ჩემპიონშიპის დაბრუნება 2021/2022 წლების სეზონით, 2021 წლის სექტემბერში მოხდეს. ამ კლუბებს 2020/2021 წლების სეზონის ჩემპიონატის გაუქმება იმიტომ სურთ, რომ დროებით გაათავისუფლონ მორაგბეები, მინიმუმამდე შეამცირონ ხარჯები და ამ მეთოდით თავიდან აიცილონ შესაძლო განადგურება.
იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონშიპის 2020/2021 წლების სეზონი არ ჩატარდება, სავარაუდოდ მოხდება ორი კლუბის პრემიერშიპში დაწინაურდება და დროებით უმაღლეს დივიზიონში 14 გუნდი იასპარეზებს. აქედან ერთი კლუბი "სარასენსი" იქნება, რომელიც პრემიერშიპიდან 2019/2020 წლების სეზონიდან სახელფასო ჭერის დარღვევისთვის დააქვეითეს. ინგლისური პრესა წერს, რომ პრემიერშიპის კლუბები თანახმა არიან, რომ "სარასენსი" 2021/2022 წლების სეზონში ელიტაში დაბრუნდეს, თუ ჩემპიონშიპის 2020/2021 წლების სეზონი არ ჩატარდება. რაც შეეხება პრემიერშიპის სავარაუდოდ მე-14 კლუბს, ეს შესაძლოა, დასავლეთ ლონდონის ამბიციური კლუბი "ილინგ ტრაილფაინდერსი" იყოს, რომლის მფლობელიც მილიარდელი მაიკ გული არის. ეს კლუბი ჩემპიონშიპის 2019/2020 წლების ჩაშლილ სეზონში მეორე ადგილს იკავებდა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.