2020 წლის 6 ერი ციფრებში

2020 წლის 6 ერი ციფრებში

გასულ უქმებზე დასრულდა 6 ერის გათამაშება, რომელიც ინგლისის ტრიუმფით დაგვირგვინდა. გთავაზობთ 2020 წლის სეზონს ციფრებში.

წლევანდელმა 6 ერის ტურნირმა 274 დღე გასტანა. 

ინგლისის ნაკრებმა 6 ერის გათამაშება 7-ჯერ მოიგო.

წლევანდელ გათამაშებაში ალუნ უინ ჯოუნსმა ტესტ-მატჩების ჩატარების თვალსაზრისით მსოფლიო რეკორდი დაამყარა, მან 149-ე სანაკრებო მატჩი ჩაატარა.

შოტლანდიის ნაკრებმა სულ ლელო გაუშვა, რაც საუკეთესო დაცვითი შედეგია. 

საფრანგეთის ნაკრების მგეზავმა რომან ნტამაკმა 57 ქულის გატანა მოახერხა და ტურნირის საუკეთსო მექულე გახდა. 

იტალიამ ტურნირი ბოლო ადგილზე მე-15-ედ დაასრულა. 

საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა შარლ ოლივონმა 4 ლელოს დადება შეძლო და ტურნირის საუკეთესო მელელოვე გახდა. 

საფრანგეთის ნაკრების მეორეხაზელმა ბერნარდ ლე რუმ წლევანდელ ტურნირზე 87 ბოჭვა შეასრულა. 

ირლანდიის ნაკრების მორაგბე ჯეიკობ სტოკდეილმა ბურთით 498 მეტრი გაირბინა.
 

ირლანდიის ნაკრების მესამეხაზელმა სიჯეი სტენდერმა ბურთი 78-ჯერ ატარა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)