2020 წლის 6 ერის საუკეთესო თხუთმეტეული

2020 წლის 6 ერის საუკეთესო თხუთმეტეული

ცნობილმა სარაგბო გამოცემა "რაგბიპასმა" 2020 წლის 6 ერის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

ტურნირის საუკეთესო თხუთმეტეულში ყველაზე მეტი ხუთ-ხუთი მორაგბე საფრანგეთის და ინგლისის ნაკრებებიდან ფიგურირებს, რომლებმაც 18-18 ქულა დააგროვეს და ინგლისელები ჩემპიონები მხოლოდ გატანილ-გაშვებული ქულათა უკეთესი ბალანსის ხარჯზე გახდნენ. ირლანდიიდან და უელსიდან ორ-ორი მორაგბეა წარდგენილი, ერთი შოტლანდიიდან, ხოლო იტალიიდან არავინ ფიგურირებს.  

"რაგბიპასის" ვერსიით 2020 წლის 6 ერის საუკეთესო გუნდი ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი

15. ენტონი ბუტიე (საფრანგეთი), 14. ჯოშ ადამსი (უელსი), 13. ვირიმი ვაკატავა (საფრანგეთი), 12. ბანდი აკი (ირლანდია), 11. ჯონი მეი (ინგლისი),
10. რომან ნტამაკი (საფრანგეთი), 9. ანტუან დუპონი (საფრანგეთი);

შერკინება

1. რორი საზერლენდი (შოტლანდია), 2. ჯეიმი ჯორჯი (ინგლისი), 3. კაილ სინქლერი (ინგლისი), 4. მარო იტოჯე (ინგლისი), 5. ჯეიმს რაიანი (ირლანდია), 6. ტომ ქარი (ინგლისი), 7. ჯასტინ ტიპურიკი (უელსი), 8. გრეგორი ალდრიტი (საფრანგეთი).

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)