სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

რუსეთის ნაკრებს შემოდგომისთვის ორი ტესტ-მატჩი ჰქონდა დაგეგმილი: 25 ოქტომბერს შინ რუმინეთის წინააღმდეგ, 1 ნოემბერს კი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით საგარეო მატჩი საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ორივე მატჩი გაუქმდა.
"დათვები" მატჩებისთვის თურქეთში, კურორტ ბელეკში გადიოდნენ შეკრებას, რომელიც მრავალი პრობლემის ფონზე მიმდინარეობდა და საბოლოოდ მისი დასრულება ვერ მოხერხდა. მიზეზი კვლავ კორონავირუსია, რომლის გამოც მთავარი მწვრთნელი ლინ ჯონსი საერთოდ ვერ ჩავიდა შეკრებაზე, რადგანაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. შემდეგ კი როგორც რუსეთის რაგბის ფედერაციის ოფიციალურმა გვერდმა დაწერა, ბელეკში არსებულ საწვრთნელ ბანაკში ჩატარებული PCR ტესტირების შემდეგ, რამდენიმე საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა.
ზემოხსენებული ტესტ-მატჩების ჩაშლის შემდეგ, Rugger.Info-სთან პირველი კომენტარი გააკეთა ლინ ჯონსმა, რომელშიც საქართველოს ნაკრებთან გადადებულ შეხვედრას და "ბორჯღალოსნების" მიერ შემოდგომის ერთა თასზე მონაწილეობასაც შეეხო.
"დიახ, ძალიან სამწუხაროა, რომ რუმინეთთან და საქართველოსთან გასამართი მატჩები ჩაიშალა. ეს დიდი იმედგაცრუება იყო, როგორც მორაგბეებისთვის, ასევე რუსეთის რაგბის ფედერაციის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ეს შეხვედრები ჩატარებულიყო. ჩვენ გვსურდა გაგვეგრძელებინა ჩვენი პროგრამის განვითარება ტესტ-მატჩების განმავლობაში, მაგრამ კორონავირუსმა ხელი შეგვიშალა. 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ახლა ჩვენ ახალი გეგმა უნდა მოვიფიქროთ.
მოვახერხებთ თუ არა წელს მატჩის ჩატარებას რთული სათქმელია. უნდა გავითვალისწინოთ ეპიდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია. ახლა გაუგებარი ვითარება შეიქმნა არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ ევროპაში. ეს არის ყველასთვის რთული. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია რაგბის თამაში ასეთ პირობებში?", - აღნიშნა ჯონსმა.
უელსელ სპეციალისტს ერთი კითხვა კონკრეტულად საქართველოს ნაკრების შესახებ დაუსვეს: ამ მხრივ საქართველოს ნაკრებს უფრო გაუმართლა? მათ წინ შემოდგომის ერთა თასი აქვთ. აქვთ "ბორჯღალოსნებს" შანსი?
- ეს ჩემთვის რთული სათქმელია. საქართველო ამ ტურნირზე ინგლისთან, უელსთან და ირლანდიასთან ერთად ითამაშებს. ეს მათთვის რა თქმა უნდა კარგი იქნება. სიმართლე გითხრათ, საქართველოს ნაკრების თამაშები ასე არ მაინტერესებს, ჩემთვის მნიშვნელოვანი რუსეთის ნაკრებია.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.